ვინ არის ზონდერი, რომელმაც გმირთა მოედანზე ბავშვები სასტიკად სცემა? – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ არის ზონდერი, რომელმაც გმირთა მოედანზე ბავშვები სასტიკად სცემა?

იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. “პირველების” ინფორმაციით, ის 34 წლის ჯონდო უარიადმყოფელია.

“ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა ბაზის მონაცემების თანახმად, ჯონდო უარიადმყოფელი კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს.

შესაძლოა 34 წლის კაცს კავშირი ჰქონდეს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფებასთან.

რა მოხდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე?
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ტვპირველთან” ამბობენ, რომ უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. დაშავებული აცხადებს, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

წყარო: hotnews .com. ge

Back to top button