Загрузка...
loading...

ვის წაიყვანდი?

Загрузка...
loading...

ტესტებისა და ამოცანების მოყვარულთათვის კიდევ ერთი გართობის პორცია.

მოკლედ, წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბნელი და წვიმიანი ღამე, საშინელი ამინდია, ქუჩაში ძალიან არასასიამოვნოა და საშიშიც ყოფნა. თქვენ მიდიხართ თქვენი ავტომობილით გზაზე და ავტობუსის გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს, ესენია:

1) ბებია, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს წუთი წუთზე დატოვებს წუთისოფელს;
2) დიდი ხნის მეგობარი, რომელმაც ადრე გადაგარჩინათ სიკვდილისგან;
3) თქვენი ოცნების ქალი/კაცი.

რომელ მათგანს დაიმგზავრებ, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი 2 ადგილიანია?

ვის წაიყვანდი?

 


ვიდრე პასუხს წაიკითხავი, კიდევ ერთხელ კარგად მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტი.

ეს მორალურ-ეთიკური დილემა სინამდვილეში იქნა შეთავაზებული როგორც ტესტი ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოზე მიღების დროს.

თქვენ შეიძლება დაიმგზავროთ ცუდად მყოფი ბებერი ქალი, რადგან პირველ რიგში თქვენ ვალდებული ხართ გადაარჩინოთ სიცოცხლე. ან იქნებ, თქვენ აირჩევთ ძველ მეგობარს, რადგან მან ერთხელ სიკვდილისგან გიხსნათ, ეს იქნება იდეალური შანსი, რომ მადლობა გადაუხადოთ. ან როდის გექნებათ საშუალება შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს?

200 პრეტენდენტიდან თანამდებობაზე აიყვანეს მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომელსაც არანაირი პრობლემა არ შეექმნა პასუხის გაცემისას. მისი ამოხსნა იყო შემდეგნაირი: „მე მივცემდი ავტომობილის გასაღებს ძველ მეგობარს და ვთხოვდი, რომ წაეყვანა მოხუცი საავადმყოფოში. მე კი ჩემი ოცნების ქალთან დავრჩებოდი“.

ზოგჯერ არასტანდარტული აზროვნება და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა გვაძლევს გასაღებს ნებისმიერი სირთულის პრობლემის დასაძლევად.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!