Загрузка...
loading...

,,გახსოვთ ის სიუჟეტი, კახელმა გლეხმა ატამი მდინარეში რომ გადაყარა? ”

Загрузка...
loading...

ადვოკატი მაია ზოიძე აცხადებს, რომ ადამიანმა, რომელმაც კახელი გლეხების დასახმარებლად, ატამი სხვებზე ძვირად შეისყიდა, საწყობში მთელი შესყიდული ხილი გაუფუჭეს და უზარმაზარი ზარალი მიაყენეს. ადვოკატი პირობას დებს, რომ ამ საქმეს გამოიძიებს და ბოლომდე მიყვება.

“გახსოვთ ის სიუჟეტი, კახელმა გლეხმა ატამი მდინარეში რომ გადაყარა? ვნახეთ სხვა გამწარებული გლეხებიც, იმის გამო, რომ ამდენ ნაშრომს და ნაწვალებს 20 თეთრად იბარებდნენ მეწარმეები და ეს სასაცილო ფასი იყო, ჰოდა დაახლოებით 10 დღის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც 70-80 თეთრად იბარებდა მათ მოსავალს. არც მისთვის არ ყოფილა ეს მომგებიანი ფასი, თუმცა ეს იყო ერთგვარი ქველმოქმედება მისი მხრიდან. გახარებული ადამიანები ლოცავდნენ, მუდმივად მიდიოდნენ მთელი ეს დღეები და დახმარებას სთავაზობდნენ სრულიად უსასყიდლოდ.
ჰოდა ბუნებრივია ის ხალხი, ვინც მანამდე 20 თეთრად იბარებდა ატამს, ძალიან დაიბოღმა. საბოლოოდ გამოსავალი იმაში იპოვეს, საწყობი, სადაც მიღებული ატამი მაცივრებში ინახებოდა, როგორც ჩანს ნაცნობი გამონახეს და ჯერ წუხელ ღამე გამოუძახეს ყუთებით გარეთ მოულოდნელად. მერე დიდი დავიდარაბის შემდგომ რომ დააბრუნეს, ამ დილით აღმოჩნდა ყველა ტვირთი დაყენებული იყო შესაბამის ტემპერატურაზე და მხოლოდ ამათი მაღალზე, შესაბამისად ატამი გაიყინა, მხოლოდ და მხოლოდ ამ კაცის და არავის სხვის !
ზარალი საკმაოდ დიდია.
ის, რომ ამ ამბავს ბოლომდე მივყვები ამაზე არ ვსაუბრობ და შესაბამისმა პირებმა პასუხი რომ უნდა აგონ.

მაცივარი USAID ის თანადაფინანსებითაა მოწყობილი ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად, კახეთზეა საუბარი. რა თქმა უნდა უცხოელ პარტნიორებს წარმოდგენაც არ ექნებათ რა ხალხთან უწევთ თანამშრომლობა.
ჰოდა ძალიან დაბოღმილი ერი ვართ, ვერ ვიტანთ სხვის წარმატებას, თუკი ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვცდილობთ ჩავძიროთ, ვავნოთ, სამაგიერო გადავუხადოთ რომ აღარავინ გაბედოს მეორედ ამის კეთება. “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი”?!…”-წერს მაია ზოიძე ფეისბუქის საკუთარ გვაერდზე.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!