Загрузка...
loading...

სკანდალი! „ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ლაპარაკი მართლა ამაზრზენია, წითელი ინტელიგენციის მოსყიდვა არსად არ ითვლება ქვემოქმედებად!“

Загрузка...
loading...

„ყველა სფეროში მტრები ჰყავს ბიძინას, მოსკოვში 9 წლის მანძილზე ფეხს ვერ ადგამდა და 5 წელია დათბობის პარალელურადაც ცხვირს ვერ ჰყოფს მოსკოვში იმის გამო, რომ როგორც ბიზნესწრეებში ასევე ქურდულ სამყაროში “გაშავებულია”, ყველგან აკრძალული მეთოდებით თამაშობდა. ბინძური ფულიც ასე მოიხვეჭა და უდავის სახელიც!
ფაქტია რომ ოლიგარქი საკუთარი უსაფრთხოების სანაცვლოდ დებდა ფულს, მაგრამ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული დახარჯულიყო აღმშენებლობაზე, ეს იყო სწორედ მიშას დამსახურება და არა ბიძინასი!
შევარდნაძის დროსაც მილიარდერი იყო ეს კაცი, მაგრამ მაშინ რატომღაც არ მიდიოდა აღმშენებლობა, რატომ?!
პოლიტიკური ნება არ იყო, ქვეყანა ყველას ეკიდა, მის მიერ დადებული ფული რამოდენიმე კაცის ჯიბეში მიდიოდა და იმიტომ!
ასე რომ მარტო ფული არაფერს წყვეტს, თუ ხელისუფლებას შენების სურვილი არ აქვს!
ქოცებო, თუ ბიძინას უფასებთ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ფულის ხარჯვას, მიშასაც დაუფასეთ ის, რასაც ამ ფულით აკეთებდა ქვეყნისთვის!
ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ლაპარაკი კი მართლა ამაზრზენია, რადგან ყველამ იცის რომ
წითელი ინტელიგენციის და კარის მომღერლების მოსყიდვა არსად არ ითვლება ქვემოქმედებად!
ბერიკაშვილების და გურანდა გაბუნიების მოსყიდვას, აჯობდა მართლა ქველმოქმედებაში დაეხარჯა ფული, რომ საკუთარი ბინძური სული ცოტათი მაინც გადაერჩინა ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, მაგრამ მას ხომ მხოლოდ შამანების სწამს და იქ ხომ ყველაფერი მოსულა?!“ – წერს მეგი გოცირიძე.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!