Загрузка...
loading...

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.

Загрузка...
loading...

უმეტესობა ეძებს დედამიწაზე სამოთხეს, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომელთათვისაც უკეთესია საპირისპირო, ბნელი, ჯოჯოხეთური ადგილები. აქ არაა თეთრი პლაჟები და ფირუზის ფერი ოკეანი. აქ გოგირდის სუნია, მიწიდან კი მდუღარე წყალი ამოდის. მიუხედავად, ერთი შეხედვით, ამ ადგილების უსიამოვნობისა, ინისი მაინც არიან ნამდვილი ტურისტული ღირშესანიშნაობები.

გთავაზობთ 5 ყველაზე ბოროტ და სახიფათო ადგილს დადემიწაზე, რომლებსაც ბუნებრივი წარმომავლობა აქვთ.

1) ჯოჯოხეთის კარიბჭე თურქმენეთში.

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.


პირდაპირ კარაკუმის უდაბნოს შუაში 1971 წლიდან იწვის უზარმაზარი ხვრელი. ადგილობრივები ამ ადგილს ჯოჯოხეთის კარიბჭეს ეძახიან. რთულია მათ არ დაეთანხმო. ალის სიმაღლე ხანდახან 10-15 მეტრს აღწევს.

2) იაპონიის გოგირდის ქვაბები.

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.


იაპონიის არქიპელაგის ჩრდილოეთით არსებობს კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ადგილი. სიკაცუ-ტოიას ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს „ცეცხლოს ველი“ დზიგოკუდანი, რომლის ფართობიც 10 ჰექტარია.

ეს ადგილი არის გიგანტური კრატერი, რომლიდანაც მუდმივად იფრქვევა ცხელი ორთქლი. ამ ადგილილას თითქმის ყოველთვის მოდის თოვლი. ჰაერში გამჯდარია გოგირდის სუნი. სანამ ამ ადილას შეხვალთ დაგხვდებათ გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ აქ დამოუკიდებელი ყოფნა სახიფათოა.

3) ჯოჯოხეთის ღრიალი გვატემალაში.

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.


ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, გვატემალა-სითიში წარმოიქმნა უზარმაზარი ჩავარდნილი ადგილი, საიდანაც ამოდის ხმები, რომლებიც მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ეს კრატერი წარმოიქმნა მატერიკის ფილების ბუნებრივი მოძრაობით ჯერ კიდევ 2006 წელს. იდეალურად მრგვალი ხვრელის სიღრმე 50 მეტრია, სიგანე კი 30-ზე მეტი.

რაც შეეხება ხმებს, რომლებიც ფსკერიდან მოდის, ეს ნამდვილად მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. სიმართლე რომ ვთქვათ, სწორედ მეცნიერებმა უწოდეს ამ ხმებს ჯოჯოხეთის.

4) ნამასკარო – ჯოჯოხეთის ოფიციალური ფილიალი.

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.


ნამასკაროს (ისლანდიის რეგიონს), უკვე დიდი ხანია, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად უწოდებენ „ჯოჯოხეთის კარს“. ეს ტერიტორია გასაოცრად აერთიანებს ლანდშაფტის წარმოუდგენელ სილამაზესა და მდუღარე ველის საშიშ ატმოსფეროს. ყოველ წუთას ამოიფრქვევა მდუღარე შადრევნები და ორთქლი. მთელი მიწა გადაჭედილია მდუღარე კრატერებით. უზარმაზარი ტბა, გავსებული გოგირდწყალბადოვანი წყლით, ნამდვილად არ აფრქვევს კარგ სუნს.

5) სიბუნის გამოქვაბულები.

ჩვენი პლანეტის 5 ჯოჯოხეთური ადგილი.


სიბუნის გამოქვაბულები მიიჩნევიან იმქვეყნის კიდევ ერთ შესასვლელად. მდებარეობენ ისინი კარიბის ზღვასთან ახლოს. ეს გამოქვაბულები წარმოადგენენ ტუნელების მრავალ ტოტიან ქსელს ერთადერთი შესასვლელით.

ოფიციალურად დაფიქსირდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა ადამიანი მისტიკურად გაქრა ამ ადგილას, რომლის ნეკვალევსაც მაშველებმა ვერ მიაგნეს. და აი რამდენი მისტიკური შემთხვევა დარჩა „კარდრს მიღმა“ ზუსტად არაა ცნობილი.

ჩვენი საიდუმლო პლანეტა აგრძელებს ჩვენს გაოცებას. იმოგზაურეთ და დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!