Загрузка...
loading...

“ჯემფესტის” სკანდალის გამო ჯოხი გიორგი ჩოგოვაძეზე გადატყდება…

Загрузка...
loading...

გავრცელებული ინფორმაციით,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, თანამდებობა დატოვა. რუსთავი2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჩოგოვაძემ GEM Fest-თან დაკავშირებული სკანდალის გამო მიიღო, რადგან 1 900 000 ლარით ანაკლიის მუსიკალური ფესტივალი სწორედ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია “ფოსტალიონს” უწყებაში არ დაუდასტურეს, კულუარულად მართლაც საუბრობენ , რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების ხელმძღვანელი შესაძლოა,  “ჯემ ფესტის” სკანდალს გადააყოლონ.

ამ შემთხვევაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი? “ჯემფესტისთვის” თანხის გადარიცხვა ხომ მის უწყებას მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული განკარგულებით დაევალა? ხომ არ აპირებენ გადატეხონ ჯოხი ადამიანზე, რომლის მუშაობამაც წელს რეკორდული შედეგები დადო. ხოლო მას, ვისი გადაწყვეტილებაც მოხდა წარუმატებელი ფესტივალის 2 მილიონამდე თანხით დაფინანსება, პასუხისმგებლობა სრულად აარიდონ?

თავად განმუხურსა და ანაკლიაში დაზარალებულები საპროტესტო აქციებს მართავენ . ფესტივალის ტერიტორია ამ დროისთვის უკვე დაცლილია, GEM Fest-ის ადმინისტრაციისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღებას  ტურისტებზე გასაქირავებლად მომზადებული ბინების მეპატრონეებიც ითხოვენ. დაზარალებულები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ჯემფესტის” დამფუძნებელი გიორგი სიგუა საქართველოში არ იმყოფება.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!