Загрузка...
loading...

„ვის აქვს ნინო ბურჯანაძეზე მეტი რეიტინგი? რომელ პარტიას?“

Загрузка...
loading...

ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” და კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო” თბილისის მერად ერთობლივ კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ორშაბათს წარადგენენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ საერთო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისაკენ.

კუკავა- ბურჯანაძის ალიანსი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩაიშალა და მათ ტანდემს  თანამშრომლობის არც თუ სახარბიელო პრაქტიკა აქვს. რა პერსპექტივები შეიძლება ქონდეთ ამჟამად მათ ერთობას, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად „ალია“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს“ კახა კუკავას დაუკავშირდა:

– კახა, ნინო ბურჯანაძესთან ერთიანდებით კვლავ, ყოველ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეჯერდით, არ ფიქრობთ, რომ კვლავ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიხართ?

– ასე რატომ ფიქრობ? რატომ არის წაგებული თამაში?

– ბურჯანაძის პარტიას არ აქვს მაღალი რეიტინგი…

– სად ხედავთ რომ არ აქვს მაღალი რეიტინგი? ვის აქვს მაგაზე მეტი რეიტინგი? რომელ პარტიას? მითუმეტეს ოპოზიციაში?

– თუ ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ გინდოდათ გაერთიანება, ალეკო ელისაშვილისთვის დაგეჭირათ მხარი…

 ალეკო ელისაშვილმა უარი თქვა კონსულტაციაზე საერთოდ, საჯაროდ , ღიად გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ მე პარტიებთან თანამშრომლობა არ მინდაო. ჩვენ კარს ვერავის ვერ შევუმტვრევთ.

– რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძეს, თქვენს საერთო კანდიდატს, მისი მერობის შანსები რამდენად მაღალია? ინაშვილიც თქვენი ფლანგის კონკურენტია და ზოგადად რუსული ორიენტაციის ძალებს, ფიქრობ, რომ აქვს  მოსახლეობაში  დასაყრდენი?

– მე ვფიქრობ, რომ აქვს, გვაქვს. ინაშვილმა თავად არ ისურვა გაერთიანება, რაც სამწუხაროა. თქვენ დიდი ხანია გახდით ვაკელები, სოფელში გაიკითხეთ-გამოიკითხეთ და ნახავთ აქვს თუ არა დასაყრდენი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მოსურნე ძალებს.

-კახა , ვაკელი რა შუაში იმასთან რაც გკითხე?

–  აბა არ იცით,  აქვს თუ არა დასაყდრდენი? რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას მხარს უჭერს მოსახლეობის მინიმუმ 80%. თქვენ რაღაცა ფაქტებს ამბობთ, უაპელაციოდ და 80% მოსახლეობის ეგრევე გეტყვის, რომ მხარს უჭერს და 15-20 წუთი თუ დაელაპარაკები და აუხსნი, რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, მაშინ 95 % დაუჭერს მხარს.

–  ოკუპაციის პირობებში ამაზე საუბარი ბევრს აღიზიანებს და ბურჯანაძის რეიტინგულობაც არაა თვალში საცემი ნამდვილად… ნატო-სა და ევროკავშირში  ინტეგრირების სურვილი  საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს გამოხატული…

–  ოკუპაციის პირობებში უნდა დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ  ურთიერთობა, აბა ბელგიას და ჰოლანდიას არ აქვს არაფერი დასალაგებელი. ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე რომელი კვლევით მელაპარაკები, NDI-ს გამოკითხვებით? თუ 2008 წლის რეფერენდუმს გულისხმობ? ეს ის არჩევნები ხომ არ იყო  შემთხვევით, სააკაშვილმა მარნეულში 120 % რომ მიიღო ხმების იმავე დღეს?

–  რეგიონებში რა ხდება? მხოლოდ თბილისის  მერობის კანდიდატზე შეჯერდით?

-ვინც თანახმა იქნებიაან შევჯერდებით, ვინც არა, ხომ არ გავკოჭავთ, საზოგადოება დაინახავს ვინ იყო ერთობის მომხრე და ვინ არა.

– თუ დიმიტრი ლორთქიფანიძემ შეძლო კონკურენტების დამარცხება, ვიცე-მერობას ხომ არ უმიზნებთ?

-რა თქმა უნდა.

„ალია“, მაკა დეკანოსიძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!