Загрузка...
loading...

სკანდალი! „ადამიანების მოსატყუებლად ფოჩიანი კანფეტებიც აღარ არის საჭირო, მხოლოდ ფოჩი კმარა“

Загрузка...
loading...

„ამასწინათ კახა მიუნჰაუზენ კალაძის ფეისბუქ გვერდზე შევედი და, ვუყურე მის წინასაარჩევნო ვიდეო რგოლებს, სადაც 1 ვიდეო რგოლში ამბობს რომ, დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მემგონია რომ ეს არისო ტრანსპორტი და მშენებლობებიო  და ამის პარალელურად, მეორე ვიდეოში მოსახლეობას ჰპირდება „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებას ახალი კორპუსებით

Kakha Kaladze

თუ მოსახლეობა სულელი არ გგონიათ, როცა ამბობ, რომ გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, ერთ-ერთი მშენებლობები არისო და, ამის პარალელურად, 4-5 სართულიანი „ციცქნა ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებას თუ ახალი კორპუსებით აპირებ, რომელიც მინიმუმ 12 სართულიანი მაინც იქნება თუ არა მეტი, ვინაიდან სხვანაირად ამ საქმეს რომელი ინვესტორი მოკიდებს ხელს, მაშინ რა გამოდის, 4-5 სართულიანი „პატარა ხრუშჩოვკების“ ნაცვლად, 12 და მეტსართულიანი კორპუსები რომ წამოიჯგიმება, განა ეგ არ დააბინძურებს სწორედ იმ გარემოს, რომელზეც თვითონ საუბრობდი რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მშენებლობები რომ აბინძურებსო?!

არადა, ე.წ. „ლაიქები“ და კომენტარები რომ გადავათვალიერე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ, არათუ ბავშვების, არამედ ზრდასრული ადამიანების მოსატყუებლადაც კი, ფოჩიანი კანფეტები არ არის საჭირო, მხოლოდ ფოჩი კმარა

512 „ხრუშჩოვკა“ ყოფილა თბილისში და, მათ ნაცვლად რომ ახალი 512 უზარმაზარი კორპუსი წამოიჭიმება, ან თუნდაც სხვა რამე ობიექტები, ხო ხვდებით რა მოხდება თბილისში ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით და, კახა მიუნჰაუზენ კალაძემ კიდე ეკოლოგიაზე და ურბანიზაციაზე ვიზრუნებო.

ფულზე გაყიდულები რომ „ქართულ ოცნებას“ და კალაძეს ხმას მისცემენ ეგ ფაქტია მაგრამ, სხვა, კარგი ადამიანები მაინც როგორ „ჭამთ“ ამ ზღაპრებს?!“ – წერს ფინანსისტი გიორგი ჩახაია

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!