Загрузка...
loading...

„ქოცებო, თქვენ მოგატყუეს , დაგცინეს, გადაგაგდეს, თქვენი ნდობა ბოროტად გამოიყენეს!“

Загрузка...
loading...

„ქოცებო, თქვენ მოგატყუეს , დაგცინეს, გადაგაგდეს, თქვენი ნდობა ბოროტად გამოიყენეს, როცა:

1. ელექტროენერგიაზე, გაზზე, საწვავზე ტარიფები კი არ გაანახევრეს, არამედ გააძვირეს!
2.იპოთეკური კრედიტები კიარ გადაგივადეს და იაფი ფული კიარ მოგცეს , გადასახადები გაგიძვირეს, ლარი
კი მხოლოდ გაგიფერადეს!
3. წამლების ფასი კი არ გაგიიაფეს, არამედ გაგიძვირეს!
4. ყველა ოჯახში დაპირებისამებრ მინიმუმ ერთი ადამიანი კიარ დაასაქმეს, 50 000 -ს ადამიანზე მეტს სამუშაო ადგილი დააკარგინეს!
5. 220 ლარი კი არ გახდა პენსია, შევარდნაძის დროს დატოვებული 14 ლარიანი პენსია 150 ლარამდე გაგიზარდათ მიშამ და სწორედ მიშას დატოვებულ ბიუჯეტში იდო ის 20 ლარიც , რომელიც ქოცების მოსვლის შემდგომ დაგემატათ ავტომატურად და რომლისთვისაც მიშამ იბრძოლა , რომ თქვენს საპენსიო ბარათებზე ასახულიყო , რომელიც მიშას ხელისუფლებამ დაგიმზადათ, რომ ფოსტალიონებისთვის მოსაკრებელი აღარ გეხადათ და თქვეზე გასაწერი პენსია, მვდარ სულებზე არ გაწერილიყო და დღეს რამდენ ლარსაც იღებთ პენსიაც , სწორედ რომ ენმ-ეს ბრძოლის შედეგია და ივანიშვილს თეთრიც კი არ გაუღია არც ბიუჯეტიდან და და საყდრისიდან მოუცია წილი !
6. სადაზღვევო სისტემაც მიშას დროს დაინერგა საქართველოში!
უდაოდ კარგია , როცა გადაუდებელ ოპერაციას გიკეთებენ ( მიშას დროსაც კეთდებოდა გადაუდებელი ოპერაცა), მაგრამ საყოველთაო დაზღვევა, რომ არაეფექტური, გაუაზრებელი და პოპულისიტური ნაბიჯი იყო …….. კლინიკების მიმართ დავალიანებამ მილიონობით ლარს რომ მაღწია და თქვენც აღარაფერში სჭირდებით, , ამიტომაც გააუქმებეს და ეს მხოლოდ დროებითი ეფექტის მოსახდენად დაგეგმილი ღონისძიება , რომ იყო, ამაში ხომ თავადაც დარწმუნდით !
7. სრული კატასტროფა გახლადათ , ხელისუფლება მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ რომ წავიდა ბათუმში , მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები, საპატრიარქოს შესანახად და ეკლესიების ასაშენებლად ბიუჯეტში სოლიდურ თანხებს იხდიან !
8. დაგცინეს, როცა რაბათიდან ჯვრის მონუმენტები გაიტანეს და მინარეთი მოხერხეს!
9. გაუგონარი მავნებლობა გახლდათ, როცა ევროსაბჭოში პრემიერი ივანიშვილი გამოვიდა და კითხვა ეთნიკურ წმენდაზე ღიად დატოვა!
10. ასობითათას საკუთარი მიწაწყლიდან იძულებით გამოსახლებულ დევნილებს სილა გაგაწნეს , როცა დეოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების მცდელობა გაბედეს და სტატუსს გიხსნიან!
11. სრული კატასტროფა გახლდათ, როცა ბენდუქიძის უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს!
12. უბედურებაა მოსამართლეების ღიად მოსყიდვა , ზეწოლა , შანტაჟი, მიწების გადაცემა,
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრებით დაშანტაჟება, როგორც მოსამართლეების, პოლიტიკოსების , ტელევიზიის ხელმძღვანელის , ჟურნალისტების, რაც მანიაკი ივანიშვილის ბოროტ ტვინში დაგეგმილი სპეცოპერაციაა და ყურმოჭრილი ხელისუფლების ყველა შტოს მიერ განხორციელებული მარაზმატიკული ნაბიჯი!
13. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ღალატია ეროვნული ბანკის დაშანტაჟება და მისი დისკრედიტაცია!
14.. ანომალიაა უდიპლომო წულუკიანის მიერ გენშტაბის
ხელმძღვანელის უკანონო დაპატიმრება და არა მარტო მისი
!
15. ჯარის შეურაცყოფაა თავდაცვის სამინისიტროში აყვავებული კორუფცია:იმერლიშვილის ტენდერები , ჯარისკაცების მასიური მოწამვლა, კვერცხის ბიზნესი …… სამხედროების დაპატიმრება ……..კოლაბორაციონისტი მინისტრები იზორია , ჯანელიძე და წითელაშვილების ხელის ფათური ჩენი მებრძოლების პირად საქმეებში და მათი მონაცემების ოკუპანტისთვის გადაცემა !
16. სრული პაპუასობაა 17 მაისის სამარცხვინო დარბევა !
17. წარმოუდგენელი და ერთა შორის შუღლის გაღვივების მცდელობაა მუსლიმებისთვის ლოცვის უფლების წართმევა!
18. გაუგონარი მავნებლობა და კრიმინალის აღზევებაა – ამინისტია ყველას!
სკრილნიკოვის, დუდაევის, ჩახალიანის, ჩაპლიინის .. პედოფილების გარეთ გამოშვება, 5 წლის მანძილზე ათზე
მეტი პოლიციელია დახვრეტილი ამნისტირებულების მიერ! 20 – მდე მოზარდი ამნისტირებულის მიერა გაუპატიურებული, გატანილია ბანკები და სხვა მრავალი …
19. მასხრად აგიგდეს , როცა “ჰაკიმ ფაშა ” ვიდეობი ატვირთეს და სერიოზული სახეებით გარწმუნებდნენ მის ნამდვილობაში!
20. დაგცინეს და გიღალატეს, როცა მამისონის გზის მშენებლობაზე ნებართვა გასცეს!
P.S. ივანიშვილს სხვა რომ არაფერი ჩაედინა, მხოლოდ იმიტომ უნდა უთხრათ უარი , პატარა ბარბარე მოაკვლევინა , რომ თქვენი ხმები წაეღო, ყველა ტვ წაიღო, ეროსი კიწმარიშვილი მოაკვლევინა, რუსთავი2-იც, რომ წაეღო, სიცრუეში რომ
ჰყოლოდით და სიმართლე არ გაგეგოთ!
შალვა მოკლეს თათუხაშვილი, იმიტომ რომ ერთადერთი მოწმე იყო პროკურატურის!
ბერი კლდეების ნამოსახლარი აგიფეთქათ, რომ ბერას, უტას, გვანცას და ცოტნეს შვილთაშვილებს უზრუნველად ეცხოვრათ და თქვენი შვილთაშვილებისთვის კი საქართველოს ისტორია გადეჩხაპნა!
სამხედრო ტყვეები, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები ჰყავს!
და ბოლოს : ხმას ნუ მისცემთ , კორუმპირებულებს, უტიფრებს, ნარკოდილერების მფარველებს, ქვეყნის მაოხრებლებს, გამომძალვებს, გარყვნილებსა და კოლაბორაციონისტებს!“ – წერს მეგი გოცირიძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!