Загрузка...
loading...

,,სწორედ ასეთ დროს იწყება ხოლმე სამოქალაქო ომი”

Загрузка...
loading...

,,როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში უმაღლესი ღირებულებები სწრაფად და ძირეულად იცვლება,ხოლო მეორე ნაწილი ან არ იღებს ცვლილებებს,ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს,იწყება სამოქალაქო ომები.
დავაკვირდეთ ისტორიას-თითქმის ყველა სამოქალაქო ომი იწყებოდა რევოლუციონერებსა და კონტრრევოლუციონერებს შორის ღირებულებათა სისტემის მკვეთრი შეუსაბამობის შედეგად.
ასეთი ვითარებაა დღეს აშშ.-ში და ლიბერალების მიერ ტრამპის ჯინაზე აგორებული პროვოკაციული “ომი ძეგლებთან” ცეცხლთან უპასუხისმგებლო თამაშია.
ამავე დროს,სამხრეთელებში (და არა მარტო მათში), აღშფოთებას იწვევს ამ საინფორმაციო კამპანიის სიყალბე-გაუგებარია,რატომ უნდა აიღონ გენერალი რობერტ ლის ძეგლი იმის გამო,რომ მონათმფლობელი იყო,როცა ასეთივენი გახლდნენ,სხვა მრავალთა შორის, “დამფუძნებელი მამები”- ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი.
ამ უკანასკნელის შესახებ აგორებულმა სკანდალმა საფუძვლიანად შესძრა კონსერვატული ამერიკა-კერძოდ, გაირკვა,რომ ჯეფერსონს თავის მონასთან.სალი ჰემინგსთან რვა შვილი ჰყავდა,რომლებიც ანდერძით გაათავისუფლა,ხოლო მანამდე ისინი მამის მონები იყვნენ.
თავის მხრივ,სალი ჰემინგსი ჯეფერსონის კანონიერი ცოლის და იყო მამის მხრიდან, ვინაიდან მისი მძახალი ასევე სალის დედასთან იმყოფებოდა უკანონო ურთიერთობაში.
” რობერტ ლი,”ჯეკსონი”-ქვის კედელი” შემდეგ ჯეფერსონი და ვაშინგტონი?-რა სისულელეა!”დაწერა ტვიტერში ტრამპმა
ძნელია არ დაეთანხმო ამერიკის პრეზიდენტის ამ ტვიტს.
რაც შეეხება ლიბერალების მიერ ტრამპის გადასაყენებლად მოწყობილ ამ პროვოკაციას,როგორც ყოველთვის, ისინი მზად არიან თავისი მიზნის მისაღწევად ნებისმიერი სისაძაგლე ჩაიდინონ,რისთვისაც აქტიურად აფინანსებთ ყველგანმყოფი სოროსი.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.” – წერს სოსო მანჯავიძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!