Загрузка...
loading...

ხვალ ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება იქნება

Загрузка...
loading...

21 აგვისტოს სამყარო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელების მოწმე გახდება. მთვარე მზეს დაახლოებით 1,30 საათის განმავლობაში გადაფარავს. მსგავსი სახის პირველი დაბნელება იქნება 1918 წლის შემდეგ. უფრო კონკრეტულად, დედამიწასა და მზეს შორის მთვარე გაივლის, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩრდილი და ხილვადი გახდება მზის ატმოსფერო, ანუ კორონა, ასევე კაშკაშა ვარსკვლავები და პლანეტები.
მთვარის 113 კილომეტრიანი ჩრდილი ორეგონის შტატიდან დასავლეთით, სამხრეთ კაროლინას შტატამდე ორი საათის განმავლობაში გადაიჭიმება, 2 წუთის მანძილზე, 14 შტატს სრული სიბნელე მოიცავს. ამ ზოლში 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

სრული დაბნელების დანახვა ჩრდილოეთ ამერიკიდან იქნება შესაძლებელი. ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება ევროპისა და აზიის ზოგიერთი რეგიონიდან.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მზის გვირგვინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, რაც აქამდე ყოფილა.

მზის დაბნელებას NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!