Загрузка...
loading...

«ანათემას გადავცემ ყველას!!!» – მამა ელიზბარ დიაკონიძე ბრალდებებს პასუხობს!

Загрузка...
loading...

მიტროპოლიტი ელიზბარ დიაკონიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ და  მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე მათ, თანხის სანაცვლოდ, ისრაელსა და კანადაში წაყვანას ჰპირდებოდა, სადაც ისინი არალეგალებად დარჩებოდნენ.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ეპისკოპოსს ფული მისცეს.

როგორც «რუსთავი 2»-ზე გასულ სიუჟეტში იყო განმარტებული, სასულიერო პირი ქართული ეკლესიიდან რამდენიმე წლის წინათ ნასამართლობის გამო განკვეთეს. ქართველი დეკანოზი ამის შემდეგ საბერძნეთში წავიდა და იქ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონფლიქტში მყოფ ერთ-ერთ ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

იმავე სიუჟეტის თანახმად, სასულიერო პირს ბრალს იმ ტურისტულ კომპანიაშიც სდებენ, რომელის მასა და გამგზავრების მსურველებს შორის შუამავალი იყო. სიუჟეტში, ასევე, ნახსენები იყო, რომ ტურისტულ კომპანიაში სატელეფონო ჩანაწერიც აქვთ, სადაც ეპისკოპოსი აღებული თანხის დაბრუნებაზე თანახმაა.

თაღლითობის სავარაუდო საქმით გამოძიებაც დაინტერესდა. ერთ-ერთი დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

სიუჟეტში წამოყენებულ ბრალდებებზე «ალიას» მიტროპოლიტი მელქისედეკი (დიაკონიძე) ესაუბრა:

 

– მე სასულიერო პირი ვარ – მიტროპოლიტი მელქისედეკი! ხმამაღლა ვაცხადებ – ანათემას გადავცემ ყველას, ვინც ამას აკეთებს და აკეთებს იმის გამო, რომ ჩემს ერთგულებასა და პატიოსნებაში ეჭვი ეპარებათ. ცოტა მადროვეთ და საჯაროდ მომიხდიან ბოდიშს!

სამართალმა პური უნდა ჭამოს – ცუდად გამომიწვიეს, ძალიან ცუდად! სხვა რამ რომ მოეგონებინათ, ასე არ გავღიზიანდებოდი, ალბათ… თურმე მე ადრე რაც ჩავიდინე, იმ დანაშაულს ვაგრძელებ… რა გამოდის, რეციდივისტი გამომიყვანეს?!

დიდი ამბის ატეხას ვაპირებ საქართველოში. მე ამას ასე არ დავტოვებ! სამართლებრივად ვიდავებ!

უნდა გაირკვეს – ვინაა ის სამი გათახსირებული ქალბატონი, რომლებიც ასეთ სისაძაგლეებს მაბრალებენ. თუკი ჩემი მიზეზით მოხდა რამე, დამიმტკიცონ. 100 დოლარის გამო რომ დედის ნიფხავს გაყიდის, ისეთ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე! თურმე მართლა რომ წამეყვანა, დარჩენას აპირებდნენ და კისერი უნდა  მოეჭრათ ჩემთვის ელჩთან.

ვიდავებ სამართლებრივად! თუ ჰგონიათ, შემაშინებენ, ძალიან ცდებიან, პირიქით, ამით უფრო გამაძლიერეს და მე დავამტკიცებ სასამართლოს მეშვეობით ჩემს სიმართლეს.

იცით, რაში ვარ დამნაშავე?..

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ „ალიაში“

 

„ალია“, დიანა ლიპარტელიანი

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!