Загрузка...
loading...

რამდენ ვერტმფრენს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და რატომ ძინავთ მათ პატრონთან ერთად ანგარებში და ანგარებაში, როცა ქვეყანას ცეცხლი უკიდია ?

Загрузка...
loading...

რამდენი ვერტმფრენის მფლობელია ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან იგი არც ქონებივი დეკლარაციის შევსებაში გამოირჩევა პატიოსნებით, რომ არაფერი ვთქვათ მის ერთობ ბუნდოვან თამაშებზე ოფშორულ ზონებში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. თუმცა ინფორმაცია, რომელიც შპს ,,ავიასერვისის” სახელზე გაფორმებული მისი ვერტმფრენების არასრულ  ჩამონათვალს წარმოადგენს, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ მისი მფლობელის გულგრილობის ხარისხი ( საუკეთესო შემთხვევაში) ყოველივე იმის მიმართ, რაც ქვეყნის და თუნდაც ამაღამ წაღვერის ტყის თავს ხდება.

,,რა ბედი ეწია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვერტმფრენებს  – “სუპერ პუმებს?, როგორ მოხვდა ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებაში? “– ეს კითხვა გამუდმებით და უპასუხოდ ტრიალებს ჰაერში მაშინ,  როცა სუპერპუმები, რომელთაც უნდა იტრიალონ ჰაერში წყალდიდობების, ხანძრების და სხვა სტიქური უბედურებებს დროს ,  კერძო პირის ანგარში დგანან .

სუპერპუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, სად არის კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ მფლობელობაში არსებული სხვა ვერტმფრენები, რატომ ხდება საჭირო ვერტმფრენების გამოძახება აზერბაიჯანიდან (და შესაძლოა თურქეთიდანაც) , როცა ივანიშვილი თავის ვერტმფრენებს ზოგავს და თითს არ ანძრევს ხანძრებისა და წყადიდობის მძევლად ქცეული მოსახლეობისა და ბუნებრივი რესურსების გადასარჩენად?

როგორც ცნობილია კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ აქციათა 40% ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა (კომპანია ეწევა ვერტოდრომის ექსპლოატაციას ივანიშვილის რეზიდენციაში). ეს შპს წარმოადგენს  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 1998 წელს დარეგისტრირებული  კომპანია „ვენითი ოვერსიზ ლიმითედი“ (VANITY OVERSEAS LIMITED).–ის შვილობილ კომპანიას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით (28.01.2013) შპს „ავისერვისის“დირექტორი ალეკო ტყემალაძეა, ხოლო პარტნიორები – შპს „ქართული ჰოლდინგი“ (60%) და (ვირჯინიის კუნძლებზე არსებული კომპანია VANITY OVERSEAS LIMITED)  (40%)

ის, რომ კომპანია VANITY OVERSEAS LIMITED ივანიშვილის კუთვნილებაა , დასტურდება იმ წერილითაც, რომელიც 2012 წლის 28 ივნისს “ presa.ge” –მ გამოაქვეყნა და რომელშიც ივანიშვილი თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს სთხოვს, კომპანიები შვილზე – უტა ივანიშვილზე გადააფორმოს. „15 ივნისი, 2012 წელი: ბატონ ვასილიადისის საყურადღებოდ: ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან, პატივცემულო ბატონო ვასილიადის! გთხოვთ, შემდეგი კომპანიები: TARPAN MANAGEMENT LIMITED, FINSEK LIMITED, SARGANS LIMITED, RINGOLD FINANCE LIMITED, KRISTA INVESTMENT LIMITED, VISALIA ENTERPRISES LIMITED, GILMAR HOLDING LIMITED, FRESNO MANAGEMENT LIMITED, VANITY OVERSEAS LIMITED გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან (წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=17310 ). იმაზე, რომ შპს „ავიასერვისის“ 40% ივანიშვილების ოჯახის საკუთრებაა, ისიც მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის საიტზე მითითებულ ელექტრონულ მისამართში „ქართუ ჯგუფია“ ნახსენები.

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში  ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად, მაგრამ  განა რამდენი ვერტმფრენი სჭირდება ერთ კაცს გასაქცევად?

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!