Загрузка...
loading...

უცბად გამინათდა გონება – ქოცია… ანუ ქოცობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის

Загрузка...
loading...

თანამედროვე იტალიელი პროზაიკოსის ნაწარმოებს ვკითხულობ. ერთ მიყრუებულ ბარში ორი კოლეგა ჟურნალისტის დიალოგია გადმოცემული, თუმცა ავტორი უფრო უსმენს, ნაკლებად ნიჭიერი, უიღბლო კაცის მონოლოგს, რომელსაც ფაშისტი ბაბუა პარტიზანებმა დაუხვრიტეს და მამა კი ლოთობით მოუკვდა.მივყვები მის მსჯელობას, რაღაც ძალიან ნაცნობია და უცბად გამინათდა – ქოცია… ანუ ქოცობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის, ის ზოგადსაკაცობრიო სენია, რომელიც ამუხრუჭებს პროგრესს, ექაჩება ქვეყანას უკან, ყველგან და ყოველთვის. შემდეგ შევეცადე შემექმნა ერთგვარი ინტერნაციონალური სახე. მასშ ასე – ქოცი, როგორც წესი არაკომპეტენტურია, აქვს ფრაგმენტული განათლება, მემარცხენეა. არის შეფარული რასისტი, გახსნილი ქსენიფობი და მძვინვარე ჰომოფობი. ნაკლებად მორწმუნეა, თუმცა ფარისეველია და ყველაზე მეტ და ღრმა მეტანიას აკეთებს სხვის დასანახად.უყვარს გაყალბებული ჰეროიკული ისტორია და ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი, თუმცა ჩაკითხვისას ვერ ხსნის ეს რას ნიშნავს. მისთვის სამშობლო საკუთარი ოჯახია. ერი – ახლობლების ვიწრო წრე. უინიციატივო, მშიშარა და მლიქვნელია, ამასთან ყოველთვის მზადაა შესაბამის მომენტში ჩაქოლოს თავისი ” საყვარელი” შეფი და მისი ადგილი დაიკავოს. მომხრეა კანონი აღსრულდეს მთელი სიმკაცრით სხვისთვის, თავისთვის ითხოვს გამონაკლისს. მიდრეკილია რომ თავისი წარუმატებლობა დააბრალოს მსოფლიოს სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციებს…
სახელმწიფო თავისუფლად იტანს ქოცების 10%-ს, 20-30% აფერხებს წინსვლასა და პროგრესის, ხოლო 50%-ზე მეტის შემთხვევაში ქვეყანა ხდება ის რაც დღეს საქართველოა…
ღმერთმა გაძლება მოგვცეს!

ლევან ფერაძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!