Загрузка...
loading...

საბერძნეთი 1 თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს

Загрузка...
loading...

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნული მხარე ერთი თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს. შესაბამისი წერილი საბერძნეთიდან ზუგდიდისა და ცაიშისა მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ უკვე მიიღო. წერილიში ასევე აღნიშნულია, რომ ერთი თვის შემდეგ სიწმინდეს პატივით დააბრუნებენ ზუგდიდში და ღვთისმშობლის სამოსელის გადაბრძანების ხარჯებს ბერძნული მხარე გაიღებს.

 

მეუფე გერასიმე ადასტურებს, რომ საბერძნეთიდან წერილი ნამდვილად მიიღო. თუმცა ირწმუნება, რომ ღვთისმშბლის კვართო საქართველოს არ დატოვებს.

 

“უცხოეთშიც  გახდა ცნობილი, რომ ვლაქერნობის დღესასწაული არსებობს და ეს სიწმინდე – ღვთისმშობლის კვართი საქართველოშო ბრძანდება. ბუნებრივია მათ აქვთ სურვილი ეს სიწმინდე უცხოეთში გავიდეს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, საქართველოს დედა ღვთისმშობელი არ დატოვებს და საქართველოდან არსად არ გავა”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

 

ღვთისმშობლის კვართი გარკვეული უთანხმოების მიზეზი უკვე გადხა სამეგრელოში, რადგან ადგილობრივები სიწმინდის ზუგდიდიდან ხობში დროებით გადაბრძანებაზე უარს ამბობენ. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გუშინ საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!