Загрузка...
loading...

საზარელი შემთხვევა! მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა

Загрузка...
loading...

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

“დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და სახის ქვედა კიდურების არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს კლინიკაში.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით დაზარალებული კოსტავების ოჯახის ყოფილი სიძე 52 წლის დიტო დონაძეა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სლიხაურში ცხოვრობს.დონაძე მომხდარის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.

 

როგორც დაშავებული, ნინო შეყილაძე ჰყვება, ის ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით დაჭრა:

 

“ჩემ შვილი, 28 წლით უმცროსი იყო მის ქმარზე. 8 წელი ცხოვრობდნენ ერთად. სმი შვილი ჰყავთ. მათ შორის ხშირად იყო გაუგებრობა, 8 თვის წინ გააშორდა ჩემი შვილი. სულ გვემუქრებოდა, გვლანძღავდა, შერიგებას ითხოვდა. გუშინ საღამოს კი, შემოგვივარდა სახლში, აქ ჩემი მეზობელი იჯდა, მზია ჯიბლაძე. დიტომ სანადირო თოფიდან გაისროლა. სამივენი დავშავდით”-გვიყვება ქალბატონი.

 

ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!