Загрузка...
loading...

გუნავას უახლოესი გარემოცვაც აღარ შერჩა, მისი ორი უახლოესი ნათესავი ენმ-ში უკან დაბრუნდა

Загрузка...
loading...

ზუგდიდელ ევროქოცებს გაუკვირდათ მოღალატეებს რატომ გვეძახიან, კანდიდატები თავს იკავებენ მოღალატეებთან დგომა არავის უნდაო. იმიტომ გეძახით რომ ხართ. თქვენ ხართ მოღალატეები რომლებმაც ხუთი წელი ზურგით რომ გათრიათ ისეთ აქტივს უღალატეთ და ყველა ვინც თქვენთან დადგება უნდა იცოდეს რომ იქ სადაც ამდენგამოვლილი ხალხი არ დაინდეთ, გაყიდეთ და უღალატეთ, იქ სადაც ის გაყიდეთ ვინც თავისუფლება გაჩუქათ, ვისი პროცენტებითაც ზიხართ პარლამენტში – რომ დაგჭირდეთ გაყიდით ყველა კანდიდატს ერთად. ის ხალხი ხართ ვინც პარტია გაძარცვეთ როცა წახვედით და დღესაც მიზანი ქოცებთან ბრძოლა კი არა ჩვენთან ბრძოლა გაქვთ. დადიხართ ჩვენს აქტივთან ზოგს ემუქრებით, ზოგს ვალდებულებებს ახსენებთ (გუნავა-დამენიამ გაგაკაცათ და ახლა უნდა დაუდგეთ) ზოგს მეტ ხელფასს პირდებით, ზოგს პირობითის მოხნას (მარგველაშვილთან დალაგებული გვაქვსო) ზოგს კიდევ ეუბნებით ერთნი ვართ და სტრატეგიულად გაყოფა ჯობდაო.
სადაც მოგწვდებით სოფლებშიც და ქალაქშიც ყველგან გაქვთ ერთი სახელი მოღალატის თქვენც და თქვენს კანდიდატებსაც. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ.
საგულისხმოა რომ გუნავას უახლოესი გარემოცვა არ შერჩა და მისი ორი უახლოესი ნათესავი ენმ-ში უკან დაბრუნდა. ნეტავ რატომ? არც მანამდე და არც მერე გუნავას მაგათზე ახლობლები არ ჰყოლია და დიდი ჭკუის დატანება არ უნდა იმაზე ფიქრს რატომ არ არიან დღეს მის გვერდით.

ანი წითლიძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!