Загрузка...
loading...

აშშ მზად არის ჩრდ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს…

Загрузка...
loading...

ვაშინგტონი მზად არის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ სიძო აბესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. “პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა ვაშინგტონის ვალდებულება დაიცვას თავისი ტერიტორია და მოკავშირეები დიპლომატიის ყველა სპექტრის თუ ბირთვული შესაძლებლობების გამოყენებით”, – ციტირებს ტრამპს თეთრი სახლის პრეს-სამსახური. 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს რიგით მეექვსე ბირთვული გამოცდა. ამერიკელი, ჩინელი და სამხრეთკორეელი სეისმოლოგების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებულმა აფეთქებამ მაგნიტუდით 6,3 მიწისძვრა გამოიწვია. მომხდარის გამო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომები გაიმართა. ორივე ქვეყნის მთავრობამ ფხენიანის ქმედება დაგმო. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდა ბოლოს 2016 წლის სექტემბერში ჩაატარა.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!