Загрузка...
loading...

ობოლთა თავშესაფრის დირექტორი ბავშვებს 50 წლის მანძილზე აუპატიურებდა

Загрузка...
loading...

პირეოსის ობოლთა თავშესაფრის დირექტორს თავისუფლების 40 წლით აღკვეთა მიესაჯა, სასჯელის აღსრულების გადავადების უფლების გარეშე. –  იუწყება ჯორჯიანსი.

სოლიდურმა, კარგი რეპუტაციის მქონე კაცმა, რომელიც ბნელ ისტორიებს მალავდა, ათობით ბავშვის ფსიქიკა და ცხოვრება დაამახინჯა.

ის აკეთებდა ყველაზე დიდ საშინელებას, რაც კი ოდესმე გაგიგიათ ნებისმიერი ჟურნალისტისა და პოლიციელისგან… ის მცირეწლოვან ბავშვებს 50 წლის მანძილზე აუპატიურებდა, ეს კი ნახევარი საუკუნეა. ამასობაში მსხვერპლთა რაოდენობა მატულობდა.

საბოლოოდ, კოსტანტინოს ლალაუნისს ნიღაბი ჩამოხსნეს. ის ახლა 86 წლისაა და მისი ნამდვილი სახე გამოჩნდა: ტირანის, მონსტრისა და მოძალადის სახე.

2017 წლის 22 აგვისტოს ათენის სასამართლოს 1 დარბაზში მეოთხე და უაკანასკნელი სხდომა გაიმართა. ნაფიცი მსაჯულები და პროცესის ყველა დამსწრე შოკირებული იყო საქმის დეტალებით. ლალაუნისს ბრალად ედება 12 ბავშვის გაუპატიურება, რომელთაგან 5 დღესაც მოზარდია და სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არ მისულა. დამნაშავის გამომეტყეველება იყო ირონიული, მიუხედავად იმ საფრთხეებისა, რომელიც მის თავისუფლებას ემუქრებოდა. ის ამაყად უყურებდა ადამიანებს, რომლებმაც სიმართლე გაიგეს.

მსხვერპლთაგან 4 ბავშვი, რომლებიც ახლა 20-დან 25 წლამდე არიან, ასევე რამდენიმე  მოწმე და ახალგაზრდა ადვოკატი სოფია ვენი დათანხმდნენ, მოძალადესთან პირისპირ მდგარიყვნენ. ახალგაზრდებმა დაიწყეს იმის მოყოლა, თუ როგორ ცხოვრობენდნ ობოლთა თავშესაფარში 4 წლის ასაკიდან. საუბრისას მათ ხმა ხშირად უწყდებოდათ, ცრემლს ვერ იკავებდნენ და ფსიქოლოგიური ტრამვისგან ფეხებიც კი ეკვეთებოდათ. მიუხედავად ამისა, ისინი იდგნენ და დამნაშავეს არ უყურებდნენ. ისინი უბრალოდ ჰყვებოდნენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ მის გვერდით. ის კი ბავშვებს, რომლებსაც თავშესაფარი მისცა. აუპატიურებდა.

ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: ”ვნატრობ, რომ ლალაუნისი დაისაჯოს. თუმცა, არ მჯერა, რომ მისი დასჯა ჩემს წარსულს შეცვლის.”

86 წლის კონსტანტინოს ლალაუნისი, 40 წლიანი სასჯელით, ამჟამად ტრიპოლის ციხეში იმყოფება.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!