Загрузка...
loading...

ვრცელდება აქამდე უცნობი სკანდალური დეტალები: ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს და 11 000 ლარი მოპარეს

Загрузка...
loading...

ბათუმში გარდაცვლილი მომღერლის, 27 წლის გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახი მომხდარის ობიექტური გამოძიების მოლოდინშია.

 

გარდაცვლილის მამა, ანტონ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მისი შვილი განსხვავებული ორიენტაციის არ ყოფილა ამიტომ ერთ-ერთ ვერსიას, რომ მომღერალი და მისი 19 წლის მეგობარი ამ მოტივით მოკლეს თავიდანვე გამორიცხავს.

 

ხაჭაპურიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ფულის გამო მოკლეს.

„ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს ფულის გამო. დიდი თანხაა წაღებული 11 000 ლარი, 2700 ლარი ოთახში, ჟურნალებში იდო. წაღებულია ასევე ორი მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და ტანსაცმელი. ჩაკეტეს კარი, ფანჯრები და წავიდნენ. ჩემი შვილი თუ ნარკოტიკით მოწამლეს ე.ი. ჩაუყარეს.

 

ბინა მეცხრე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები და გარდაცვლილების სუნი პირველ სართულზე იგრძნობოდა. ბინის მეპატრონეც იგივე კორპუსში ცხოვრობს მეათე სართულზე და ის როგორ არ შეაწუხა სუნმა? ბევრი რამ ვიცი მაგრამ არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო.

 

გარდაცვლილის მშობლები გამორიცხავენ ვერსიას, რომ ბიჭებმა თანხა კაზინოში წააგეს და აღნიშნავენ, რომ ბინაში სადაც მკვლელობა მოხდა, სუფრა 5 კაცზე იყო გაშლილი და ამ დრომდე უცნობია, ვინ იყო ის სამი პირი ვისთან ერთადაც ბიჭებმა იქეიფეს”- ამბობს გარდაცვლილი გიორგი ხაჭაპურიძის მამა ჟურნალ “სარკესთან”.

 

ცნობისთვის მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 

როგორც გაირკვა, ცხედრები გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთხუციშვილის ეკუთნოდა.

 

 

newposts.ge

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!