Загрузка...
loading...

სკანდალური ინფორმაცია: აი, ასეთი ბინძური თამაშების მოწმე ვხდებით არჩევნებამდე თვენახევრით ადრე

Загрузка...
loading...

როგორც ყოველთვის, ბინძური ადამიანები ერთმანეთთან მხოლოდ ბინძურ გარიგებაში შედიან. აქამდე თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა უკვე არავისთვის დაფარული აღარაფერი დარჩა:
კრემლშიც ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კოლაბორაციონისტულ ძალებს საქართველოში ძალიან გაუჭირდათ და რუსული გამბიტი მარცხით მთავრდება. ამიტომ, კრემლიდან გაიცა ბრძანება: “კოლაბორაციონისტებო ყველა რჯულისა შეერთდით!” და რეაქციამაც არ დააყოვნა. ბიძინა ივანიშვილის, ნინო ბურჯანაძისა და კახა კალაძის ერთობა მოსკოვის მტკიცე ბრძანებით გაფორმდა. ვინ რა დივიდენდი მიიღო ამ კოლაბორაციონისტული კოჰაბიტაციით? სამივე ერთიანი ფრონტით შეუტევენ პროდასავლურ ძალებს. განსაკუთრებით კი “ერთიან ნაციონალრი მოძრაობას”. ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ მიიღეს ცრუ მოწმე ნინო ბურჯანაძე, როგორც მთავარი მოწმე სააკაშვილის წინააღმდეგ, ვალერი გელაშვილის საქმეში. ნინო ბურჯანაძემ – მისი ორი აქტივისტი ქოცებმა ჩასვეს თავისი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა სიაში – მიხეილ ამაშუკელი და შალვა ოქბაიძე. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მაღალი სანდოობის ინფორმაციით მიხეილ ამაშუკელის სიაში ჩასმის საკითხი გადაწყდა რუსეთიდან ქართველი ქურდების კალაძესთან კომუნიკაციის შედეგად. როგორც იკვეთება, ზუსტად რუსეთიდან დაუკავშირდნენ კახა კალაძეს ქართველი ქურდები და თხოვეს მიხეილ ამაშუკელის სიაში ჩასმა. კალაძემ კი როგორც ქურდების ძმამ თხოვნა დააკმაყოფილა.
აი ასეთი ბინძური თამაშების მოწმე ვხდებით არჩევნებამდე თვენახევრით ადრე.

დავით ნებიერიძე

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!