Загрузка...
loading...

ბებიათქვენისამ „ოცნება“!!! – კახი კალაძის არჩევას ვინც აპირებთ, იმათ გაფრთხილებთ!!!

Загрузка...
loading...

ამ ხელისუფლებას ჰგონია, თბილისელ ამომრჩევლებს მასობრივი სკლეროზი სჭირთ, 3 წლის კი არადა, შარშანდელიც არ ახსოვთ. დაავიწყდათ «ქართული ოცნების» 2014 წლის, ადგილობრივი  თვითმმართველობის წინ გაცემული დაპირებები და ახლა, წლევანდელი არჩევნებისას, ყველა იმ საკენკს აკენკავენ, რასაც დაუყრიან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნამუსი საერთოდ დაკარგეს, ისეთ რაღაცებს კადრულობენ. «ქართულმა ოცნებამ» კახი კალაძე დააყენა თბილისის მერობის კანდიდატად და ეგრევე წინასაარჩევნო სლოგანიც მოაყოლა – «სიცოცხლით სავსე ქალაქი». მოკლედ, თუ კახი კალაძეს თბილისელები მერად აირჩევთ, თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად გადააქცევსო – გვეუბნება «ქართული ოცნება». რას და როგორ გადააქცევს კალაძე, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ ამ ლოზუნგით ხელისუფლებამ აღიარა, რომ დღეს თბილისი მკვდარი, უსიცოცხლო ქალაქია. დიახ, არაპირდაპირ, მაგრამ ამ ლოზუნგით აღიარებს, რომ დღეს თბილისი ჩამკვდარია და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. თუ თბილისი მკვდარი ქალაქია და კახი კალაძე აპირებს მის გაცოცხლებას, გამოდის, 2014 წელსაც, როდესაც «ქართული ოცნება» მოვიდა თბილისის ხელისუფლებაში, მკვდარი ქალაქი ყოფილა. ჰოდა, ეს 3 წელი «ქართული ოცნება», რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად კალაძეა, რას მიკეთებდნენ ამ მკვდარი ქალაქისა და ქვეყნის გასაცოცხლებლად? რაიმე სასიკეთოდ შეცვალეს? არც არაფერი. პირიქით, დააგროვეს უამრავი პრობლემა. თბილისს პრობლემები არც მანამდე აკლდა, მაგრამ ამ უმაქნისმა «ოცნებამ» კიდევ დაამატა, არსებულის გადასაჭრელად კი ხელი არ გაანძრია.

კახი კალაძე გვპირდება, თუ მერად ავირჩევთ, ქალაქში შეიცვლება სატრანსპორტო სტრატეგია, თბილისი საცობებისგან განიტვირთება,  გამკაცრდება და გაკონტროლდება სამშენებლო ნებართვების გაცემა,  რკინიგზის ტერიტორია გამოცოცხლდება და ამ გამოთავისუფლებულ ტერიტორიას თბილისელთა სასარგებლოდ გამოვიყენებთო. ჰო, ღამის თბილისის გახალისებასაც ჰპირდება კალაძე თბილისელებს. ღამით ქალაქი ჩამკვდარია, ასე არ შეიძლება, როგორც ევროპული ქვეყნების მეგაპოლისებშია, ღამის თბილისშიც ისეთი ჟრიამული უნდა იყოსო. ესენი მართლა ისე ლაპარაკობენ, თითქოს დღემდე ოპოზიციაში იყვნენ და ახლა აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. დაავიწყდათ, 5 წელია რომ ამათ ვარჩენთ.

თბილისი ბეტონის სარკოფაგს რომ ემსგავსება და ამას მარტო დავით ნარმანია რომ ვერ იზამდა, ეგეც ხომ ყველამ ვიცით? ხედავდნენ, ბიძინა ივანიშვილის გუნდში ზოგიერთი ისეთია, მიწის გულში რა დევს, ის არ გამოეპარებათ და მაგას ვერ დაინახავდნენ? ხედავდნენ, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც, ოღონდ თავად იყვნენ კარგად და თბილისი ერთ დღეს მეწყერმა რომ ჩაიტანოს, ეგენი არ იდარდებენ – ერთადერთი საზრუნავი ექნებათ, როგორმე თავად გაასწრონ უცხოეთში და ხალხს ნებისმიერ ჯოჯოხეთში მიატოვებენ.

«ქართული ოცნება» ურცხვად გვეუბნება – 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ რასაც დაგპირდით, ის არ შეგისრულეთ, მოგატყუეთ, «გადაგაგდეთ», ახლა კი ისევ ჩვენს კანდიდატს, კალაძეს მიეცით ხმაო. ბებიათქვენისამ, აი! რა გამოდის? დავით ნარმანიამ და მისმა უსაქმურებმა უზარმაზარი ხელფასები პრემიები, სახელფასო დანამატები მიიღეს ამ 3 წელიწადში, ხელისგულზე ვატარეთ გადასახადის გადამხდელებმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნებიც და რიგითი თანამშრომლებიც, მილიარდები შევაჭამეთ და ამ ყველაფრის საღირალი კი არა, მისი მეასედი არ გაუკეთებიათ. ეგ კი არა, ხალხის ფული ათას ვიგინდარას აჭამეს. ვიღაც გარეწრებს მოაგებინეს ტენდერები, წინასწარ გადაირიცხეს ფული, ეს ნაძირალები კი გაიქცნენ, აღებული ვალდებულებები არ შეასრულეს, არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. აი, ამის გამო, მე თუ მკითხავთ, არა მხოლოდ ეს მავნებლები არიან დასაჭერები, არამედ მერიის ის მაღალჩინოსნები, ვინც მათ ტენდერები მოაგებინა და მერე ისეთი კონტრაქტები გაუფორმა, რომ ფული წინასწარ გადაურიცხა. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებია შესატანი, რომ მკაცრად დაისაჯონ ამგვარი მოხელეები, ბიუჯეტის ფული სულ რომ ჰკიდიათ და ნებისმიერ გარეწარს ანდობენ მის ხარჯვას. ბევრი ასეთი დანაშაულიო აქვთ ჩადენილი დავით ნარმანიასა და მის გუნდს. მე თუ მკითხავთ, ამ მუქთახორებმა, რაც ამ 3 წლის მანძილზე ანაზღაურება მიიღეს, კაპიკ-კაპიკ უნდა მოატანინო და უკან, ბიუჯეტში ჩაარიცხვინო.

მე «ქართული ოცნების» იმ მომხრეებისა გამკვირვებია, პირადი სარგებელი რომ არ აქვთ და გულწრფელად ირწმუნებიან, კახი კალაძე კარგი მერი იქნებაო. კი, მაგრამ დავით ნარმანია ვისი კანდიდატი იყო? «ქართულმა ოცნებამ» და ბიძინა ივანიშვილმა არ აარჩევინეს თბილისელებს? «ქართული ოცნების» სახელით არ დაჰპირდა ნარმანია თბილისელებს, რასაც დაჰპირდა? ადამიანმა ერთხელ თუ მოგატყუა, იმას აღარ უნდა ენდო და ესენი, «ქართული ოცნების» მერი დავით ნარმანია და მისი გუნდი, 3 წელიწადი ატყუებდნენ ხალხს და ახლა რაღა ნამუსით მეუბნებით, რომ ისევ «ქართული ოცნების» კანდიდატს მისცეს ხალხმა ხმა? სინდისის ნატამალი საერთოდ არ გაგაჩნიათ?

კახი კალაძე დავით ნარმანიაზე უკეთესი მერი ვერ იქნება, რადგან  თბილისში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ამას არც ნარმანია წყვეტს და არც კალაძე. თბილისში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას ბიძინა ივანიშვილს უთანხმებენ, ის წყვეტს, სად, რა და როდის გაკეთდეს. კახი კალაძე ატყუებს ხალხს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორცილებთო. მაგრამ ესეც ტყუილია. 3 წელიწადში ერთადერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო და ისიც ივანიშვილის «პანორამა», დაზუსტებით ვიცი, ამ ეტაპზე არც ერთი ამგვარი მასშტაბური პროექტის გაკეთება არ არის დაგეგმილი და ეჭვი მაქვს, რომ არ დაიგეგმება. თუ კახი კალაძეს აირჩევენ თბილისელები, მიიღებენ ახალ დავით ნარმანიას, რომელიც უფრო აწყვეტილი იქნება ქმედებებში, რადგან თავად არის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი, ნარმანიასგან განსხვავებით. 3 წლის მერე დაგვრჩება ისეთივე ჩაოხრებული თბილისი, როგორიც დღეს არის. ან როგორ უნდა ენდო კახი კალაძეს, კაცს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ ხალხს ენერგოტარიფების გაიაფებას ჰპირდებოდა და გაუძვირა, ახლა კი ხელმეორედ უძვირებს. კახი კალაძეს ეკუთვნის ენერგოკომპანია EPG,  რომელმაც უკვე მიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების მოთხოვნით. დიახ, ფაქტობრივად, კახი კალაძე ეუბნება კომისიას, ხალხს დენი გაუძვირეთ, მეტი გადაიხადონ, რომ მე უფრო მეტი მოგება ვნახოო. ახლა ამის შემდეგ დაიჯერე, რომ კახი კალაძე თბილისელებზე ზრუნვის გამო აპირებს თბილისის მერობას.

კახი კალაძეს არჩევას ვინც აპირებთ, იმათ გაფრთხილებთ: თუ კალაძე თბილისის მერი გახდა და მერე, ქალაქის მოძალებული პრობლემები კარს მოგადგებათ, უშუალოდ შეგეხებათ, მე ნუ დამირეკავთ – მერია ამას და ამას დაგვპირდა და არაფერს აკეთებს, გვიშველეთ რამე, პრესით გაგვიშუქეთ ეს ამბავი, იქნებ შერცხვეთ და  ხელი გაანძრიონო.

არა, ამათ არაფრის არ რცხვენიათ, «ქართული ოცნების» 5-წლიანმა მმართველობამ ეს დაადასტურა! ასე რომ, ახლა ჯერი თქვენზეა და მატყუარები თავზე აღარ უნდა დაისვათ!!!

გაგრძელება იქნება

წყარო:alia.ge

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!