Загрузка...
loading...

ვის აწყობს დესტაბილიზაცია უკრაინასა და საქართველოში?!

Загрузка...
loading...

არ გამოვრიცხავ კრემლისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე  „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ძაბირაძის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, თითქოს უკრაინის საზღვრის ქვეითად გადაკვეთა იმიტომ გადაიფიქრა, რომ პროვოკაციას მოერიდა, სასაცილოა, რადგან მისი ყველა მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. ვფიქრობ, მატარებლით წასვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ასე პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებდა. უკრაინაში შეკრებილი სააკაშვილის მხარდამჭერები იმდენი ნამდვილად არ იყვნენ, რომ პოროშენკოს მთავრობას შეშინებოდა. მთავარია, უკრაინელებმა სააკაშვილი მიიჩნიონ ჩაგრულად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება – ამ ხმაურიანი ვოიაჟით სააკაშვილი სწორედ ამას გეგმავდა. სააკაშვილი განაგრძობს ავანტიურისტულ მოქმედებებს, ისევე როგორც აკეთებდა ამას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რასაც ქვეყნის მშვიდობა შესწირა. განსხვავება ის არის, რომ იმჟამად ის ხელისუფლებაში იყო და ამ ავანტიურისთვის სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა… ის, ფაქტობრივად, რუსულ პროვოკაციას წამოეგო. დღევანდელ მის მოქმედებებს, მის პროვოკაციულ განცხადებებს განსხვავებული მიზანი აქვს და ემსახურება არეულობის პროვოცირებას, დესტაბილიზაციას როგორც უკრაინაში, ისე – საქართველოში. მისი საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ქვეყანაში ნამდვილად გაჩნდება დაძაბულობის კერა, ეს იქნება რეზონანსული და მძიმე პროცესი ქვეყნისთვის და უპირველესად – ხელისუფლებისთვის..ისევ მივდივართ რუსულ ინტერესებამდე… დღეს არეულობის, დესტაბილიზაციის პროვოცირება უკრაინაშიც და საქართველოშიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ ოფიციალური მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას. სააკაშვილს არასტაბილური გარემო პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, რუსეთს კი სხვა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს“, – აცხადებს ძაბირაძე.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!