Загрузка...
loading...

მიშა ევროპის უდიდესი სახელმწიფოს პრემიერმინისტრი გახდება

Загрузка...
loading...

სააკაშვილი არის გენიალური სტრატეგი: მან ძალიან კარგად შეარჩია ის ველი, რომელზეც პოროშენკო და მთელი უკრაინულ-რუსული ოლიგარქატი დიდ დისკომფორტს განიცდის და აპრიორი წამგებიან პოზიციაში დგანან. ეს არის საკანონმდებლო, კონსტიტუციური ველი. ამით, მან მოწინააღმდეგებს დააკარგინა ბრძოლის ფაქტიურად ყველა კანონიერი და ეფექტური ინსტრუმენტი. საზღვრის გადაკვეთისთვის მას მაქსიმუმ დააკისრონ ადმინისტრაციული ჯარიმა. სამაგიეროდ მას გაეხსნა ხელფეხი და ფართო ფრონტით გადავიდა შეტევაზე. გზა და გზა მისი მხარდამჭერების არმია გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და კიევში თეთრ ცხენზე ამხედრებული ჩავა. ახლა ის არის პოლიტიკური ცენტრი და მიზიდულობის სინერგიის წყარო. უკვე რიგი უდგას პოლიტიკური პარტიების, რომლებსაც მასთან ალიანსი და ერთობლივი ბრძოლა სურთ და ამ ძალას პოროშენკო წინ უკვე ვეღარ აღუდგება. სტატისტიკაც კი ამაზე მეტყველებს: პოროშენკოს რეიტინგი ვერ ცდება 20%-ს. ხოლო, სააკაშვილისა და იმ პარტიების რეიტინგი, რომლებმაც უკვე თანადგომა გამოუცხადეს მიშას 60%-ზე მეტია. ეს კი სავსებით საკმარისია, რათა ამ წლის ბოლომდე მიშამ მიაღწიოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არჩევნებში პირწმინდად გაანადგუროს კორუმპირებული ოლიგარქატი. გამარჯვება გარდაუვალია! მიშა ევროპის უდიდესი სახელმწიფოს პრემიერმინისტრი გახდება და მთლიანად შეცვლის აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ მოცემულობას. უკრაინა გახდება ზუსტად ის უზარმაზარი და წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ხერხემალში გადაამტვრევს კრემლს და მთელ “რუსულ სამყაროს”. გამხნევდით და იამაყეთ ნამდვილო პატრიოტებო!

დავით ნებიერიძე

.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!