Загрузка...
loading...

სააკაშვილის საქმეს ევროპის სასამართლო გამონაკლისის სახით განიხილავს

Загрузка...
loading...

პოლიტოლოგი, სოციოლოგი ვიქტორ ნებეჟენკო ტრამპის

 უკრაინის საკითხებში წარმომადგენელის კურტ ვოლკერის განცხადებაზე, რომ პოროშენკომ უნდა მისცეს საშუალება სააკაშვილს მისი უფლებები დაიცვას სასამართლოში, კომენტარს აკეთებს .

მისი თქმით, ვოლკერის განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ში მიიჩნევენ ნებისმიერი პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ სასამართლოში, სწორედ ამიტომ ვოლკერი პოროშენკოს სთხოვს სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას სააკაშვილის საკითხის განხილვისას.

პოლიტოლოგის თქმით, პოროშენკოს არ სურს, რომ სასამართლომ მოქალაქობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სააკშვილის სარჩელი განიხილოს.
,,აშშ-ს პოზიცია ძალიან სწორია, არ შეიძლება რომ სახელმწიფოს მეთაურმა ვინმეს წაართვას უფლება, მისი გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდეს, თუ კიევის სასამართლო გადაწყვეტილებას 15 წუთში მიიღებს და იტყვის რომ, როგორი კარგი პრეზიდენტი გვყავს, ყველასთვის მისახვედრი იქნება, რომ კორუმპირებული მოსამართლეები ზემოდან ნებისმიერ მითითებას ასრულებენ, მაგრამ აუცილებელი იქნება მათი გადაწყვეტილების აღიარება, მათ შორის ვოლკერი იქნება იძულებული უხეშად რომ ვთქვათ გადაყლაპოს , მაგრამ აქ საქმე არ ეხება სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ამის კიევში ეშინიათ.
ამასთან პოროშენკოს არ სურს საქმის სასამართლომდე მისვლა. ის ხომ მას ხელისუფლების წინააღმდეგ აუცილებლად შემოუტრიალდება ძლიერი ანტისახელისუფლებო პროპაგანდით მოსამართლეებს კი ჩვენთან პოლიტიკური საქმეები არ უყვართ, ისინი ეხვეწებიან ღმერთს რომ პოლიტიკური საქმე მათთან არ მოხვდეს….
ხვალ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება პოროშენკო ისევე როგორც იანუკოვიჩი სასამართლოს მიმართავს.
სააკაშვილის უფლებების დაცვა კი ევროსასამართლომდე მივა და მისი საქმის განცხილვას 4 წელს არ მოანდომებენ სწრაფად განიხილავენ გამონაკლისის სახით, ეს უკრაინისთვის მძიმე იქნება -ელიტური კორუფციის გამო საერთასორისდო იმიჯი ისედაც შერყეულია და ევროპულმა ინსტიტუტებმა შეიძლება მოითხოვონ ,რომ უკრაინაში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად იმუშავონ სამართალდამცავებმა,“-აცხადებს პოლიტოლოგი.

/pirveliradio.ge

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!