Загрузка...
loading...

მამუკა არეშიძე: რასაც კადიროვი აკეთებს…

Загрузка...
loading...

გასულ კვირას ბირმაში ბუდისტების მიერ რამდენიმე ათასი მუსლიმანის დახოცვამ დიდი მღელვარება გამოიწვია მსოფლიო მუსლიმანებს შორის. მშვიდად ამ მოვლენას არც რუსეთის ფედერაციაში ჩაუვლია, რადგან რუსეთში მუსლიმანთა რაოდენობამ 20 მილიონს მიაღწია. საპროტესტო აქცია ჩეჩნეთის დედაქალაქშიც გაიმართა, სადაც რამზან კადიროვი სიტყვით გამოვიდა და მუსლიმანებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კადიროვმა მუსლიმანების გენოციდის ჩამდენები დაწყევლა და განაცხადა, რომ თუკი რუსეთი დაუჭერს მხარს მუსლიმთა გენოციდის ჩამდენებს, იგი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს.

რა საფრთხეები არსებობს ჩრდილო კავკასიიდან და რა პოლიტიკით მოქმედებს კადიროვი, ჟურნალ „თბილისელებთან” ამ თემზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ისაუბრა.

 

„ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც კადიროვი განცხადებას აკეთებს კრემლის ჩუმი მხარდაჭერით. მოსკოვში ნამდვილად არ მოსწონთ მისი განცხადებები, უბრალოდ, ვერაფერს უხერხებენ. მოსკოვში, ასევე, არ მოსწონთ, როდესაც მოსკოვის ცენტრი გადაკეტეს მომიტინგეებმა და საკმაოდ თავგასულად იქცეოდნენ. მოკლედ, რასაც კადიროვი აკეთებს, არ არის კრემლის პოზიცია.

 

არასოდეს ექცეოდა ყურადღება იმას, რომ ისლამური ტერორიზმის ყველაზე დიდი მსხვერპლნი იყვნენ მუსლიმანები. ამ ჯგუფმა დღეს ძალიან კარგად გამოიყენა ბირმაში მომხდარი, გადაფარა ყველა სხვა მასობრივი მკვლელობები და სცადა, ეჩვენებინა, რომ აი, მუსლიმანებიც არიან მასობრივი გენოციდის მსხვერპლნი და მოახერხა კონსოლიდაცია, რომ მუსლიმანებიც უნდა დავიცვათო.

 

დღეს კადიროვი თავის თავს მიიჩნევს მუსლიმანთა ერთ-ერთ მთავარ დამცველად. თუ ის იმ თეთრი ცხენიდან არ ჩამოსვეს, მას ვერ გააჩერებენ. ეს ძალიან კარგად იცის პუტინმაც და მისმა გარემოცვამაც. ამდენად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მხოლოდ უნაგირი შეატოვონ ხელში, მაგრამ სხვა საკითხია, ეს გამოუვათ თუ არა.

 

კადიროვმა თავის დროზე თქვა, რომ ფიცი მისცა პუტინს და არა – რუსეთს. ამდენად, აგრძნობინა ყველას, რომ, ვიდრე არის პუტინი, ის ლოიალურია, თუ არ იქნება პუტინი, გადახედავს თავის ლოიალობას”, – განაცხადა არეშიძემ.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!