Загрузка...
loading...

ნინო ბურჯანაძე, გირჩევნია ბურკინა ფასოში თავშესაფარი აქედანვე მოძებნო

Загрузка...
loading...

.

ნინო ბურჯანაძე, ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს სააკაშვილის “გარღვევა” უკრაინაში პოროშენკოს პრეზიდენტობის დასასრული არის.

ჩემი აზრით კი სააკაშვილის “გარღვევა” არ არის მხოლოდ პოროშენკოს პრეზიდენტობის დასასრული, ეს პუტინის რეჟიმის დასასრულიცაა, ეს არის ივანიშვილის დასასრული ბურჯანაძესთან ერთად.

ერთ რამეში ვეთანხმები ბურჯანაძეს, რომ მიშა აშშ-ის პროექტია, კარგი პროექტი, მე ამას  2015 წლიდან ვამბობ, როგორც კი მიშა უკრაინაში გამოჩნდა. მიშა უკრაინას სამხრეთ კორეის მსგავს ძლიერ სახელმწიფოდ გადააქცევს და რუსი ხალხი, რომელიც უკრაინის აღმავლობას დაინახავს, აუცილებლად დაამხობს პუტინს. პუტინის შემდეგ კი რუსეთის ლიდერი აუცილებლად დემოკრატი იქნება. დონბასი და ყირიმი დაბრუნდებიან უკრაინის შემადგენლობაში, ყირიმელი თათრები ავტონომიას მიიღებენ.

ასე დასრულდება დიქტატორების მმართველობა, ასე დასრულდება ივანიშვილ-ბურჯანაძის ტანდემიც, მიშა კვლავ საქართველოს პრეზიდენტი გახდება და კაცობრიობის ხსოვნას სამუდამოდ დარჩება 21-ე საუკუნის უდიდესი რეფორმატორისა და გამოჩენილი პოლიტიკოსის სახელით.

ასე რომ, ნინო, გირჩევნია აქედანვე მოძებნო თავშესაფარი ბურკინა ფასოში.

წყარო

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!