აკრიფეთ ეს კომბინაციები და გაიგეთ “ისმინება” თუ არა თქვენი ტელეფონი – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

აკრიფეთ ეს კომბინაციები და გაიგეთ “ისმინება” თუ არა თქვენი ტელეფონი

loading...
loading...

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ჰაკერებისა” და სხვა მსურველებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი პირადი ინფორმაციები თქვენივე სმარტფონიდან. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ როგორ გაიგოს ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი, გზავნილები და სად ხდება ზარების ავტომატური გადამისამართება, როდესაც აბონენტი დაკავებული გაქვთ. ყველა ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხებს სწორედ ამ სტატიიდან მიიღებთ.
ამ კომბინაციის მეშვეობით *#21# შეძლებთ გარკვევას ზარების, გზავნილების და სხვათა გადამისამართების ფუნქცია გაქვთ თუ არა ჩართული. ეკრანზე გამოირკვევა ნომერი ან სტატუსი იმ მიმღებისა, სადაც ხდება თქვენი მონაცემთა გადამისამართება. გადამისამართების ამ ხერხს ძირითადად ეჭვიანი ქმრები ან მშობლები მიმართავენ, რათა ადვილად აკონტროლონ ცოლები თუ შვილები. მაგრამ ხშირად მსხვერპლი აღმოჩენილა უამრავი თქვენგანი, როდესაც სრულიად უცხოს წუთით ათხოვებთ ტელეფონს დასარეკათ, ამით მათთან ხდება თქვენი ინფორმაციების გადამისამართება და შედეგად აქვთ უკვე წვდომა თქვენი საცხოვრებელი ადგილის, ჩვევების, მეგობრების, დღის გეგმების და ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური მსხვერპლიც კი შეუძლიათ გაგხადონ.


ამ კომბინაციის მეშვეობით *#62# შეძლებთ გაიგოთ სად ხდება თქვენი ზარების და გზავნილების (სმს) გადამისამართება მაშინ, როდესაც თქვენი აბონენტი დაკავებული გაქვთ. როგორც წესი, თქვენი მობილური ოპერატორის ხმოვანი ფოსტა უნდა იყოს ამ დროს ჩართული.
ამ კომბინაციის მეშვეობით ##002# შეძლებთ გათიშოთ ყოველგვარი გადამისამართების ფუნქცია, ასევე ვერ შეძლებენ თქვენთან დარეკილი ზარის საფასური გადმოამისამართონ თქვენს ანგარიშზე.

ამ კომბინაციის მეშვეობით *#06# შეძლებთ გაიგოთ IMEI (საერთაშორისო მობილური ტექნიკის იდენტიფიქატორი). ამის ცოდნის მეშვეობით შეძლებთ იპოვოთ ტელეფონი იმ შემთხვევაში, თუ ის მოგპარეს. ამ დროს მობილურ ოპერატორს ავტომატურად გადაეცემა ცნობა, რომ ტელეფონი ჩართულია, მიუხედავად იმისა ტელეფონში სხვა სიმ-ბარათი თუ ჩადეს.

წყარო
თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!