მარტივი მეთოდები ძილის გასაუმჯობესებლად, რატომ უნდა გვეძინოს მძიმე საბნის ქვეშ?! – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

მარტივი მეთოდები ძილის გასაუმჯობესებლად, რატომ უნდა გვეძინოს მძიმე საბნის ქვეშ?!

loading...

ყველა ჩვენგანს უამრავი მეთოდი გაუგია, თუ როგორ უნდა მოვიწესრიგოთ ძილი, მაგრამ რეალურად თითქმის არც ერთი მუშაობს.

ალბათ არაერთხელ გქონიათ შემთხვევა დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ძილზე ოცნებობთ, დაწოლილს საათები გაგიტარებიათ ძილის მოლოდინში.

ჩვენ ჩვენი მკითხველისთვის ყველა ის მეთოდი შევაგროვეთ, რომელიც ყოველჯერზე იდეალურად მუშაობს.

ძილის წინ მოერიდეთ:

  • ვახშამს
  • ალკოჰოლს
  • კოფეინს
  • თეთრ შაქარს
  • ჩაის
  • ცხარეს
  • მოერიდეთ ტექნიკას

საძინებელი ოთახი თქვენთვის ძილთან და რელაქსაციასთან უნდა ასოცირდებოდეს. ამიტომ, მოერიდეთ საძინებელში მუშაობას ან არასასურველ თემებზე ფიქრს.

საძინებლის ტემპერატურა 23 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე გაისეირნეთ.

 

მიიღეთ ცხელი აბაზანა.

თუ უძილობა გაწუხებთ ლავანდა დაყნოსეთ, ან საძინებელში ლავანდის სურნელოვანი სანთლები დაანთეთ.

 

ძილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ თბილი რძე ან ერთი ჭიქა წყალი.

თუ დაწოლიდან 20 წუთის განმავლობაში ვერ დაიძინეთ, უმჯობესია ადგეთ და წიგნის კითხვას შეუდგეთ. ასე უფრო მალე ჩაგეძინებათ. ნუ გაიღიზიანებთ თავს უძილობაზე ფიქრით.

გაითვალისწინეთ, რომ საძინებელ ოთახში განათება არ უნდა იყოს მკვეთრი.

 

ბოლო დროს კვლევებმა გვიჩვენა, რომ მძიმე საბანი ხელს უწყობს მშვიდ ძილს. რაც უფრო მძიმეა თქვენი საბანი, უფრო მარტივად გეძინებათ. ეს ფაქტი მეცნიერებმა იმით ახსნეს, რომ მცირე ზეწოლით ჩვენს ორგანიზმში მელატონინი გამოიყოფა. ჩვენი სხეული იღებს სიმშვიდისა და უსაფრთხოების სიგნალს, რაც მარტივად ჩაძინებაში გვეხმარება.

თქვენი საბნის სიმძიმე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ამერიკელი მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ საბნებს რომლის წონაც 5-იდან 15 კგ-მდე მერყეობს.

 

ასე რომ, ჩაიფუთნეთ თბილ საბნებში და ტკბილად იძინეთ!

sainteresoa.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!