რა კატასტროფა მოხდება ქვეყნის მასშტაბით, ლარი დოლართან 2.60 თუ გახდება!!! – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

რა კატასტროფა მოხდება ქვეყნის მასშტაბით, ლარი დოლართან 2.60 თუ გახდება!!!

loading...
loading...

 

უმრავლესობის შიგნით დაძაბულობა პიკს აღწევს. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ათეული პარლამენტარი მხოლოდ ხელის ამწევად დევსსაკანონმდებლო ორგანოში, არიან ისეთებიც, ვისაც შესაბამისიგანათლება აქვს და სწორედ ეს განათლება აიძულებთ, ხმა ამოიღონ. საუბარი ისევ ქვეყნის ბიუჯეტზეა, რომელიც 12 მილიარდს აჭარბებს, მაგრამ…

«მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის დახურულ სხდომაზე ამ ბიუჯეტს უკვე უწოდა ბიუჯეტიჰაერში, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ უკვე ნაახალწლევს საპარლამენტო ტერმინოლოგიაში აუცილებლადგაჩნდება სიტყვა სეკვესტრი. ლარი ნელ-ნელა უფასურდება და მმართველი გუნდი ამას არჩევნებს აბრალებს, ანუარჩევნებზე მეტ-ნაკლებად ფულს ყველა ხარჯავს და ჭარბი ლარი მის გაუფასურებას იწვევს. როგორც წესი, წინასაახალწლოდ ლარი მყარდება, რადგან საახალწლო ნობათის შეძენისთვის მოსახლეობა სიმწრით გადანახულუცხოურ ვალუტას ახურდავებს, აი, ახალი წლის შემდეგ კი კვლავ გაუფასურება იწყება და სწორედ ამ დროსელოდებიან ექსპერტები ლარის ინფლაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ლარი 2.50-ს ნიშნულს გასცდება დააუცილებლად გადასცდება, ყოველ ერთ თეთრზე ბიუჯეტის სეკვესტრი 120 მილიონით მოგვიწევს, რადგანხელისუფლებამ სწორედ 2.50-ზე დაიანგარიშა ბიუჯეტი, რაც არარეალურია და ამას გუნდის შიგნით უკვე ბევრიხვდება», – გვითხრა ჩვენმა წყარომ, თუმცა მისი მთავარი სიახლე ეს არ იყო.

«მუნიციპალიტეტების თითქმის 95%-ში იცვლება პირველი პირები, ანუ ძველი გამგებლები, რომლებსაც მერებიდაერქმევათ, პრაქტიკულად აღარ იქნებიან. ასევე, ცხადია, რომ ძალიან ბევრგან გაიმართება მეორე ტური, რაც იმასნიშნავს, რომ ახალ ხელმძღვანელებს კაბინეტებში შესვლა ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაედებათ. არადა, მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტი 15 დეკემბრამდე უნდა იდოს. ანუ, ახალ მერს, მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ერთი არასრული თვე ექნება იმისთვის, რომ პრიორიტეტები დაგეგმოს, ბიუჯეტი გააკეთოს და თან ეს ყველაფერიახალ გუნდთან ერთად უნდა მოასწროს, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ახალი ხელმძღვანელები თავის ხალხსმოიყვანენ. რეალურად, ამის გაკეთება ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია, პრაქტიკულად კი ამას ახლად არჩეულმერებს პირველ რიგში მოსთხოვენ», – აგვიხსნა ჩვენმა წყარომ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, კახეთის რეგიონში, მერობის ერთ-ერთ კანდიდატს ვესაუბრეთ. მანაც, ძველიმეგობრობის ხათრით, არსებული სიტუაცია აგვიხსნა:

«ამ თემაზე ინფრასტრუქტურის მინისტრთან გვქონდა საუბარი. ალავიძეს სასაცილოდ არ ეყო ჩვენინერვიულობა, რა უნდა ბიუჯეტის გაკეთებას, 2-3 მინისტადიონი, 2-3 სკვერი, წყალი, შიდა გზები, სოციალურშიფული და ეგეც თქვენი ბიუჯეტიო. არადა, ასე მარტივად არ იქნება საქმე. პარალელურად, ახალ მერსაუცილებლად სჭირდება სანდო ფინანსისტი, რაც ძველმა ფინანსისტმა იცის და ბიუჯეტის მონახაზსაც კი არაკეთებს, თავი ზედმეტად რომ არ შეიწუხოს. არიან ისეთებიც, ვინც მონახაზს აკეთებენ, მაგრამ მათი ნდობა არშეიძლება, რადგან განაწყენებულნი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტებს არასწორად შეარჩევენ. ჩვენაკრძალული გვაქვს ნებისმიერი პროექტის განხორციელების დაპირება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავადგადაწყვეტს, რა და როგორ გვჭირდება და იმას გააკეთებს, ანუ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი აზრი ფეხებზეჰკიდიათ…»

ჩვენი წყარო კი ხელისუფლების ახალ ტაქტიკაზე საუბრობს: «აბა, ჰკითხეთ თქვენს ირგვლივ ნებისმიერამომრჩეველს, რას ჰპირდებიან კანდიდატები?! პასუხი მარტივია – არაფერს! საერთოდ არაფერს. კახა კალაძეავიღოთ, კონკრეტიკას ერიდება, არ ამბობს, აი, კონკრეტულად ამას ვიზამო, მაგალითად, როგორც ნარმანიამ თქვა, «სითი პარკს» გავაძევებ, მილიონ ხეს დავრგავო… აღარ არის ეს, დაპირებები ზოგადია, განვითარება, კეთილმოწყობა… ასეა ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რადგან ხელისუფლებამ ჯერ თავად არ იცის, რაუნდა იყოს პრიორიტეტი, ოღონდ მართლა არ იცის. არ ვხუმრობ… თუ სადმე რამე არ გაკეთდა, მომდავებელიცარავინ იქნება, არაფერს დაჰპირებიან. ეს ყველაფერი კი სწორედ ბიუჯეტის გამო ხდება. ხელისუფლებამიახლოებითაც ვერ ხვდება, სად გაექცევა ლარი და სად დასჭირდება ფულის გამოკლება. ლარი 2.60 რომ გახდეს, გამოვა, რომ ბიუჯეტს 1.2 მილიარდი ლარი მოაკლდება და ეს კატასტროფა იქნება, ხოლო თუ ექსპერტთა ყველაზესაშიში პროგნოზი გამართლდა და ლარი 3.00 ნიშნულზე ავიდა, მაშინ ბიუჯეტს 6 მილიარდი ლარი მოაკლდება, ანუ განახევრდება…» – გვითხრა ჩვენმა წყარომ და კითხვაზე, რატომ აირჩია ხელისუფლებამ ბიუჯეტისდასაანგარიშებლად ლარის 2.50 ნიშნული, საინტერესო პასუხი მივიღეთ.

«აბა, რა უნდა ექნათ? უფრო მაღალ ნიშნულზე რომ დაეანგარიშებინათ, პირველ რიგში, ოპოზიცია ატეხდახმაურს, ლარის ინფლაციას ელოდებიანო და მთავარი – უფრო მაღალ ნიშნულზე რომ დაეანგარიშებინათ, ბიუჯეტს ვერ დადებდნენ, ანუ თანხა არ ეყოფოდათ. ხელისუფლებამ იცის, რომ მომავალი წელიკატასტროფული იქნება, მათ ზუსტად იციან, რომ მომავალ წელს მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შანსინულის ტოლია, მათ ისიც იციან, რომ ფულს ვერსაიდან ვერ მოიტანენ და ამიტომ, ახალი ბიუჯეტისდაგეგმვასთან ერთად, საგარეო ვალიც დაამატეს. ეს იმისთვის, რომ ბიუჯეტისთვის 2.50-იან ნიშნულზეც არეყოთ ფული და მერე და მერე კიდევ ვალებს დაამატებენ. ეს ერთადერთი გამოსავალია და თან მოსახლეობა ამასადვილად ეგუება, რადგან ვალს სახელმწიფო იღებს და ნებისმიერი ჩვენგანი ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რომ ესფული ჩვენი გადასახდელია…»

ჩვენმა წყარომ აქცენტი გაძვირებულ გაზის ტარიფზეც გააკეთა და აგვიხსნა, რომ მომატებული ტარიფიმოსახლეობას მძიმე ტვირთად უკვე ნოემბრის ბოლოს დააწვება. ამ ყველაფრის პარალელურად კი, არ იმატებსპენსია (ფული არ არის), არ იმატებს სოციალური დახმარება (ფული არ არის), არ იმატებს საარსებო მინიმუმი(ფული არ არის) და გაზრდილი გადასახადები საკვების ფულს მოაკლდება.

«პირდაპირ გეუბნებით – რომ გაიგონ, მე გაწვდით ამ ამბებს, შეიძლება მთელი ჩემი ოჯახი დააპატიმრონ, მაგრამუკვე აღარ მეშინია და ეს იმიტომ, რომ ჩემნაირად გუნდის შიგნით ბევრი ფიქრობს. შეხვედრებზე მერობისკანდიდატებს დეპუტატებიც დაჰყვებიან და ყველაზე კარგად ისინი ხედავენ რომ ირგვლივ ნეგატიური ფონია. ამიტომ, დეპუტატების უკმაყოფილება დღითი დღე იზრდება, თუმცა ხელისუფლებას მთავარი კოზირი უკვე ხელშიუჭირავს – კონსტიტუცია, რომელიც დიქტატურის დოკუმენტია და ამას უახლოეს არჩევნებზე ვიგრძნობთ, ოღონდჯერ იქამდე ცოცხლები უნდა მივიდეთ», – გვითხრა ჩვენმა წყარომ და ბოლოს ღიმილით მკითხა, მარიტა მოკვდა დარამდენი ციციკორე დადის ამ დედამიწის ზურგზე, თუ ატყობო…

წყარო: alia.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!