საზარელი ინფორმაცია გარდაცვლილი 24 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მაზლმა გააუპატიურა – საზარელი დანაშაულის დეტალები – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

საზარელი ინფორმაცია გარდაცვლილი 24 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მაზლმა გააუპატიურა – საზარელი დანაშაულის დეტალები

loading...
loading...

24 წლის გოგონა, რომელიც სოფელ შილდაში, საკუთარი სახლის საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, მოკლულია.

გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მეუღლე ვარაუდობს, რომ მის ცოლზე სამმა კაცმა იძალადა და შემდეგ კი სუიციდის ინსცენირება მოაწყო. მოძალადეებს შორის კი რამინ გურასპიშვილის თქმით, მისი ძმაც იყო.

ეკა ნაქევხრიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, გარდაცვლილის მაზლმა თვითმკვლელობა სცადა.

დაღუპულის მეუღლე ამბობს იმასაც, რომ 24 წლის გოგონას ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. წელს ქვემოთ მრავლობითი ნასერი ჭრილობების გარდა, გარდაცვლილს სხეულზე ჩალურჯებები ჰქონდა. რამინ გურასპიშვილი ვარაუდობს, რომ მის ძმას მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და თვითმკვლელობაც ამიტომ სცადა.

სოფელში კი ამბობენ, რომ 24 წლის ორი შვილის დედა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო. მას სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ ამბავი იცოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ გადაარჩინეს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!