ვრცელდება სკანდალური ინფრომაცია: ქართული ოცნების რეჟიმის მოკლულთა სია 2013–2017 – ეს სია ურცხვ სიფათებზე ააკარით იმ უნამუსოებს! – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

ვრცელდება სკანდალური ინფრომაცია: ქართული ოცნების რეჟიმის მოკლულთა სია 2013–2017 – ეს სია ურცხვ სიფათებზე ააკარით იმ უნამუსოებს!

loading...
loading...

მაია ორჯონიკიძე ,,ქართული ოცნების რეჟიმის მოკლულთა სია 2013–2017,, აქვეყნებს და წერს: ეს სია მაქსიმალურად გაავრცელეთ და ურცხვ სიფათებზე ააკარით იმ უნამუსოებს,რომლებიც მკვდრებსაც კი პოლიტიკური ნიშნით არჩევენ!მადლობა გურამ დონაძეს მასალის მოწოდებისთვის.

 

ბარბარე რაფალიანცი – ქართულ ოცნებას ზვარაკად შეწირული 8 თვის ჩვილი.
მირზა ბუჩუაძე – 2014 წლის 3 ოქტომბერი. – 22 წლის. მოკლული იქნა პოლიციის მიერ ნასროლი ტყვიით. ტყვია კეფაში უკნიდან დამიზნებით მოარტყეს და მაშნვე შსს გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს გოჩუაძე ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და გაქცევისას საპატრულო ეკიპაჟზე ცდილობდა ავტომანქანის შეჯახებას. სინამდვილეში კი ბუჩუაძე პატრული დაედევნა წითელ ფერზე არ გაჩერების გამო და ის გაქცევას მართვის მოწმობის არ ქონის გამო ცდილობდა. გოჩუაძე მოკლული იქნა 2014 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში. მორტყმული ტყვიის გამო ბუჩუაძე ადგილზე გარდაიცვალა. გოჩუაძე სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდა.
ბექა ხახუბია -2017 წლის 17 მაისი. – 21 წლის დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია პატრულის მიერ საგანგებოდ ჩახერგილი ტრაილერი და მას მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა.
ლევან კორტავა – 2013 წლის 12 მაისი. – 27 წლის. მოკლული ლევან კორტავა კლინიკაში 2013 წლის 13 მაისს ღამის საათებში მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლჩაქცევა და ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. კორტავა საავადმყოფოში 10 დღეში გარდაიცვალა. მოხდარზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით იმავე დღეს გაავრცელა ცრუ და ტყული განცხადება – “საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები”. თუმცა მოგვიანებით უფრო არასარწმუნო ვერსია განაცხადა პირადად სუბარმა – მაესტროს გადაცემა “სუბიექტურ აზრში” კორტავას გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველი ვერსია სუბარმა გამორიცხა და განაცხადა, რომ პატიმრის ასე მძიმედ დაშავება მსხვილი ქვებით მოხრეშილი ეზოს ბრალი იყო სადაც ის წაიქცა“. სინამდვილეში კი ლევან კორტავა წამებისა და თავში მიყენებული დაზიანებების შედეგად გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ოფიციალური პირებიდან არავინ დასჯილა.
სერგო ბექაური 2015 წლის 23 სექტემბერი. – 32 წლის. მოკლული იქნა სპეცოპერაციისას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში 2015 წლის 23 სექტემბერს. ბექაური ეჭვმიტანილი იყო დანაშაულში თუმცა დღემდე მას ეს დანაშაული არ დაუმტკიცდა. სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა და პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ბექაურს მძინარეს დაადგნენ. თუმცა ბექაურმა მოახერხა და სახლის უკნა კარიდან მიმალვა სცადა და უკნა ეზოში თავი თივის ზვინს შეაფარა. პოლიციის განცხადებით მათ არაერთხელ მოუწოდეს ბექაურს ჩაბარა თუმცა ის არ დანებდა და მათივე თქმით ბექაურმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ექსპერტიზით დადგენილი არის რომ ბექაურს 16 ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახი დღემდე არ ენდობა გამოძიებას და ცალსახად აცხადებს რომ სერგო ბექაური სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და პოლიციამ მოკლა. ბექაურს თან არანაირი იარაღი არ ქონია და პოლიციამ მას ავტომატი მოკვლის შემდეგ ადგილზე დაუდო. ხოლო ჩხრეკის სედეგად ბექაურის სახში არანაირი ტყვია და იარაღის კვალი არ აღმოჩნდა. ამ მძმე ფაქტს ისიც დაემატა რომ სერგო ბექაურის დაკრძალვის დღეს ოჯახის მამა ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით გარდაიცვალა.
გიგა ფარტენაძე 2014 წლის 4 მარტი. – 25 წლის. წამებით მოკლული იქნა ქუთაისის 14 სარეჟიმო დაწესებულების მე-6 კორპუსში. 2014 წლის 4 მარტს. გამოძიება დღეს ამბობს რომ ფარტენაძეს ფიზიკური დაზიანებები ბლაგვი საგნით თანა მესაკნეებმა მიაყენეს. თუმცა მოკლულის ოჯახი აცხადებს რომ გეგუთის რეჟიმის წარმოამდგენლებმა ფარტენაძე აღნიშნულ საკანში განზრახ შიყვანაეს სადაც მას წამებით სიკვდილი ელოდა. (გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ რომ გიგა ფარტენაძე დაკვეთით მოკლეს და პატიმრები საკანში ციხის ადმინისტრაციამ განგებ შეიყვანა. მკვლელობამდე 2 დღით ადრე მის საკანში მყოფი ყველა პატიმარი გადაიყვანეს ე.წ. „კრიტში“ და გიგა მარტო დატოვეს. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა მასთან საკანში გადაიყვანა ლევან მოისწრაფიშვილი, გიორგი სეხსნიაშვილი და შოთა შანიძე, რომლებსაც მანამდე მრავალი ადამიანი ჰყავდათ მოკლული. მანამდე სამივე იჯდა რუსთავის ციხეში ცალცალკე საკანში და მათ სხვა პატიმრებს არ აკარებდნენ. სწორედ ეს ხალხი შეაგზავნეს გიგა ფარტენაძეს მოსაკლავად გეგუთში. დარბაისელმა რუსთავიდან გადაყვანილ სამ ადამიანს ის „მაყურებელიც“ გააყოლა, რომელთანაც ფარტენაძეს კონფლიქტი ჰქონდა. მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკანში მყოფ ყველა პატიმარს დალეული ჰქონდა ე.წ. „ბრაგა“. ღამის ორის ნახევარ იყო და უკვე დაუძლურებული გიგა ფარტენაძის წამების ხმა მთელ ციხეს ესმოდა, მაგრამ საკანი არ გაუღიათ. მხოლოდ ერთის საათის შემდეგ, როცა ყველაფერი დასრულდა, შევიდა ბადრაგი საკანში. ბადრაგმა მკვლელებს საქმის დასრულება აცადა. დარბაისელის პასუხისმგბელობის საკითხი დღემდე არ დამდგარა, რადგან ის ღარიბაშვილის კლანის წევრია. ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო იმ დღეს შეთანხმებულად მოქმედებდა. – ოჯახის წევრი
დემურ სტურუა – 2016 წლის 8 აგვისტო. – 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 8 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.პოლიციელი დაუსჯელია და ის ისევ პოლიციაში მუშაობს მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლოში „გამართლების“ შემდეგ.
მამუკა მიქაუტაძე – 2013 წლის 6 ივლისი. – 2013 წლის 6 ივლისს თბილისის ზღვაზე 37 წლის მამუკა მიქაუტაძე მეთევზემ ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. ჩამოხრჩობამდე ერთი დღით ადრე მამუკა მიქაუტაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ჩვენება საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ წამების შედეგად მიაცემინეს. ზიზი ეძგვერაძე, მიქაუტაძის მეუღლე: – ვიზუალურად მხოლოდ სტრესი ეტყობოდა. მსგავსი განერვიულებული არ მინახავს. თვალები ჰქონდა ჩაწითლებულ-ჩასიასხლიანებული. არ უძინია ალბათ ნერვიულობისგან. თუ არ დაწერ ამ ყველაფერს 9-წლიანი გემუქრებაო. ზიზი ეძგვერაძე ამბობს, რომ იმ ღამეს მეუღლეს კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა – მამაუკა მიქაუტაძემ ტელეფონი გამორთო, რადგან ვიღაცის ზარის ეშინოდა. გელა მანჯავიძის ინფორმაციით, მამაუკა მიუქაუტაძეს პოლიციის ზარების ეშინოდა ხოლო მიქაუტაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე, რომელსაც პოლიციაში მიქაუტაძემ მისი წამების დეტალები უამბო. სამი კვირის შემდეგ ვაჟა-ფშაველაზე ავოფარეხში დამარხული აღმოაჩინეს. საქმე დრემდე გაუხსნელია.
ამირან კვირიკაშვილი – 2017 წლის 7 ნოემბერი. – 07,11,2017 – ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასაახელებენ. ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძმები კვირიკაშვილები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ. გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, რომ პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირან კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა. კვირიკაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია.
შალვა თათუხაშვილი – 2014 წლის 5 აპრილი. -წამების შედეგად სახლში გარდაიცვალა. გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აპირებდა სასამართლოს წინაშე, რის გამოც იგი პროკურატურამ თავიდან მოიშორა.
სალომე ჯორბენაძე – 2014 წლის 25 ივლისი. 22 წლის გოგონას მკველობაში ბრალდებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. მკვლელობა პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გასროლით ჩაიდინა.
ეროსი კიწმარიშვილი – 2015 წლის 15 ივლისი. – ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელი და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. კიწმარიშვილი 15 ივლისს იპოვნეს გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში, რომელიც ვაკეში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში ეყენა; იგი მძღოლის სავარძელში იჯდა და ღვედი ჰქონდა შეკრული; მას ერთადერთი მიბჯენით ნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში.
2013 წლის 6 ივნისი
თემო ორთავიძე – კაპრალი. ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ზვიად სულხანიშვილი – რიგითი. ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
გიორგი ადამოვი – კაპრალი. ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
გიორგი ღუჭაშვილი – რიგითი. ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ბორის ცუგოშვილი – კაპრალი ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ზურა გურგენაშვილი – რიგითი ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
მიხეილ ნარინდოშვილი – რიგითი ქართველი სამხედრო, ავღანეთში – მოკლული, ჯიხადის ვიდეოს შექმნის გამო. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ავთო ბაგალიშვილი – 2016 წლის 30 სექტემბერი. (საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე) – 15 წლის მოზარდი მოკლეს ქართული ოცნების წინა საარჩევნო კონცერტზე 2016 წელს. “კონცერტის მიმდინარების დროს ბექა ოდიშარიას აქტივისტმა გულში დაჭრა 15 წლის ბიჭი რეპლიკის გამო – ოდიშარიამ კი კონცერტი გააგრძელა თითქოს არაფერი მომხდარიყო. პოლიციის და სუსის სპეციაულურმა ჯგუფმა საავადმყოფო ჩაკეტეს და ეს ფაქტი იქამდე დამალეს სანამ კონცერტი არ დასრულდა.
სერგო უბილავა – 2014 წლის 17 მარტი. – დააპატიმრეს „კოდორი 2007“ მონაწილე სერგო უბილავა. აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი სერგო უბილავა 2003 წლიდან შინაგან ჯარში მსახურობდა. 2005-2012 წლებში – მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარ სამმართველოში. იყო ომის ვეტერანი. „კოდორი 2007“-ის გარდა, უბილავა, ასევე, იყო ხურჩისა და სხვა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. 2012 წლის 13 ნოემბერს აფხაზეთის კუდის თანამშრომელი სერგო უბილავა ალექსანდრე დანელიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. აქაც გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 5 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება ოფიცრების დაკავების შესახებ. „როცა ვერ მოიპოვეს მისგან სასურველი ჩვენება, დაიწყეს მედიკამენტოზური ზემოქმედება, რასაც ვერ გაუძლო სპეცრაზმელმა. უბილავა 2014 წლის 17 მარტს ციხეში გარდაიცვალა.
ზვიად ლაგვილავა – 2014 წლის 28 ოქტომბერი. – ასევე, ეჭვს იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუსი-ს სპეცრაზმის უფორისის,ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საეჭვო დეტალები. ლაგვილავა ასევე იყო კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე. როგორც ლაგვილავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი ადვოკატი მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, ლაგვილავას მკვლელობა წინაწარ დაიგეგმა და განხორციელდა, კვალის დაფარვის მიზნით კი სუს-ის შენობაში დაზიანებული წყლის ავზი დამონტაჟდა, რომლის აფეთქებაც მოხდა და ინსცენირება მოეწყო, თითქოს ლაგვილავას გარდაცვალება ავზის აფეთქებამ გამოიწვია. ლაგვილავას ოჯახი და მისი ადვოკატი თვლიან, რომ ლაგვილავა მის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამო მოკლეს, რომელიც ზუგდიდში კონტრაბანდის შეტანასა და რეალიზებას ეხებოდა.
ალეკო დანელია – 2013 წლის 24 ნოემბერი. – დააკავეს ასევე, „კოდორი 2007“-ის მონაწილე აფხაზეთის კუდ-ის მაღალჩინოსანი ალექსანდრე დანელია, რომელსაც ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს. თუმცა, ვიდრე შსს დანელიას დაკავების შესახებ ოფიციალურად განაცხადებდა, ის რამდენიმე დღე გამქრალი იყო. როგორც მოგვიანებით თვითონ თქვა, ის გატაცებული ჰყავდათ და კონსპირაციულად კითხავდნენ. მოგვიანებით კი დანელია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. „დანელია იყო ომის ვეტერანი. ხურჩის და მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციების მონაწილე. სპეცოპერაცია „კოდორი-2007“-ის დროს ჰქონდა საძახისი „იუსტასი“, რომელიც შემდეგ შერჩა ზედმეტსახელად. 2012 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც მაშინ დაადასტურა. გატაცებიდან მხოლოდ 22 დღის შემდეგ, 2012 წლის 4 დეკემბერს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება მისი დაკავების შესახებ. 2013 წლის 20 ოქტომბერს, დაღუპვამდე რვა დღით ადრე, ალექსანდრე დანელიამ განაცხადა, რომ ის და სერგო უბილავა იყვნენ გატაცებულნი. 2013 წლის 24 ნოემბერს ალექსანდრე დანელია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ორი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებულია ორი გასროლა და ტყვია, რომელმაც დანელიას სიკვდილი გამოიწვია.
ხატია ძნელაძე – 2013 წლის 18 სექტემბერი. – 28 წლის ხატია ძნელაძეს ზესტაფონის შესასვლელთან “მერსედესის” მარკის დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა.თავიდანვე ითქვა რომ ავტომანქანის საჭეს კალაძე მართავდა თუმცა შემთხვევა თავის თავზე კალაძის მძღოლმა აიღო. მომხდარი უბედურ შემთხვევად გაფორმდა.
გიორგი ბაქრაძე 2013 წლის 22 ივლისი. – მამუკა მიქაუტაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე, რომელსაც პოლიციაში მიქაუტაძემ მისი წამების დეტალები უამბო. სამი კვირის შემდეგ ვაჟა-ფშაველაზე ავტოფარეხში დამარხული აღმოაჩინეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.
პატაა პავლიაშვილი – 2017 წლის 25 ოქტომბერი. – 33 წლის შსს – ს ვერსიით 2017 წლის 25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. თუმცა ის პოლიციას დაკავებისას სავარაუდოდ შემოაკვდა. ასევე წაშალეს სამხრეკამერის ჩანაწერები. თვითმხილველები ამბობენ რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა და პავლიაშვილი მათ თხოვდა რომ ხელბორკილი აეხსნათ ვინაიდან ის ცუდად ხდებოდა. იმავე დღეს შსს – მ ვიდეო გაავრცელა სადაც მკვდარ პავლიაშვილის დისკრედიტირება სცადა (ფსიქოტროპული წამლების მომხმარებელი და ლოთი იყოო)
ლევან აბზიანიძე – 2015 წლის 17 ივნისი. – ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სკვერში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ დიდი რაოდენობით შარდმდენი აბები დაალევინეს, რის შემდეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. “საწყალ კაცს ბევრი შარდმდენის წამლები დაალევინეს, უთხრეს უნდა შეგამოწმოთ წამალზეო. როცა განყოფილებიდან გამოვიდა წნევა დაუვარდა და ქუჩაში სკამზე გარდაიცვალა.
გენადი გუბელაძე– 2013 წლის 5 მარტი. – დაჭრისთვის დაკავებულმა და 2012 წელს ამნისტირებულმა პირმა, განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. შემთხვევა 2013 წლის 5 მარტს მოხდა. ამნისტირებულმა იუზა.ნ-მ შურისძიების მიზნით, დანით დაჩეხა გენადი გუბელაძე. პოლიცია მკვლელობას გახსნილად აცხადებს. თუმცა, ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გუბელაძის დაჭრისთვის ადრეც იყო დაპატიმრებული. შემდეგ მას ბესელია-კაკაბაძის ამნისტია შეეხო, ციხიდან გამოვიდა და გუბელაძე მოკლა.
ნარიმან მუსტაფაევი – 2015 წლის 22 მარტი. – 2015 წლის 22 მარტს, ნარიმან მუსტაფაევი საქართველოს მოქალაქესთან ერთად ავტომობილით აზერბაიჯანის მიმართულებით მიემართებოდა, რუსთავის სიახლოვეს ის შეაჩერეს და ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მუსტაფაევი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობით, მოკლულ ნარიმან მუსტაფაევს თან დიდი ოდენობით თანხა, 250 000 აშშ დოლარი ჰქონდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს. 5 თავდამსხმელიდან სამი 2012 წლის პოლიტიკური ამნისტიით შეწყალებული პირია.
გელა ფიცხელაური – 2015 წლის 6 აგვისტო. – მოკლეს 2015 წლის 6 აგვისტოს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დეტექტივ- გამომძიებლის გელა ფიცხელაურის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებული სამი პირი გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა, მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის ილია სეფაშვილს კი 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოკლული პოლიციელის სიმამრი ზურაბ ლომიძე აცხადებს, რომ მისი სიძის მკვლელობა შეკვეთილია და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ბრალდებული ილია სეფაშვილი 2014 წლის 30 ნოემბერს, ინგლისიდან საქართველოში პოლიციელ გელა ფიცხელაურის განზრახ მკვლელობის მიზნით ჩამოვიდა.
გიგა ოთხოზორია – 2016 წლის 19 მაისი. – რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მკვლელი თავისუფალია.
ბექა მარგიშვილი – 2015 წლის 4 აპრლი. – პოლიციელი. – ბოროტმოქმედმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, აცხადებს პოლიცია. პოლიციის ცნობით, მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობაში დაკავებული პირი 2012 წლის პოლიტიკური ამნისტიით შეწყალებული პირია.
თარაშ მუკბანიანი პოლიციელი – 2014 წლის 27 დეკემბერი. -აჭარაში მოკლული 22 წლის პოლიციელის შესახებ ბრიფინგი გამართა. თარგამაძემ თქვა, რომ თარაშ მუკბანიანის მკვლელი თვეების განმავლობაში სარგებლობდა აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის დაცვის უფროსების მფარველობით. ის ასევე წარმოადგენდა კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლის) დანაშაულებრივ სინდიკატს. „ მკვლელმა ქრონოლოგიურად განახორციელა შემდეგი – ჯერ გადაწვა აჭარის პროკურორის მანქანა, 2014 წლის 26 მაისს კი პრაქტიკულად სასიკვდილოდ სცემა ადგილობრივი პოლიციელი და მის დასახმარებლად მისული სხვა პოლიციელები. პოლიციელი მუკბანიანი მისი მკვლელობის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო გამშველებელი ჩხუბში. ჩხუბი მოხდა ლავასოღლის დაჯგუფების წევრებსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის. ის შუაში ჩადგა გასაშველებლად, ამ დროს დევაძემ მას იარაღი წააართვა და მოკლა. დავარდნილ მუკბანიანს კიდევ ურტყამდა. ამის შემდეგ მშვიდობიანად დატოვა ადგილი და მეტიც ის და ვინმე მოქალაქე შაქარიშვილი დაუბრკოლებლად გადავიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. მკვლელი ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს გარდაცვლილი პოლიციელის თანამშრომლებმა., – ამბობს გივი თარგამაძე. თარაშ მუკბანიანი 27 დეკემბერს ბათუმში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის მკვლელობის დროს სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა. კანონიერი ქურდის ლავასოღლის გარშემო კი ეს პირველი ამბავი არაა – ის უკრაინაში ოქტომბრის ბოლოს ე.წ. სხოდკის დროს დააკავეს. შეხვედრის ორი მონაწილე მათ შორის ლავასოღლიც უკრაინული მხარის ცნობით საქართველოს გადმოსცეს თუმცა ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას უარყოფს.
რამაზ ბადრიაშვილი – 2016 წლის 1 თებერვალი. – 200 ლარის გამო 47 წლის მამაკაცი სარდაფში ჩააბეტონეს. მკვლელი 2012 წლის პოლიტიკური ამნისტიით შეწყალებული პირია. სოფო სეფიაშვილი – 2014 წლის 22 აგვისტო. – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სოფო სეფიაშვილის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მანქანას, რომლითაც გარდაცვლილი ოჯახთან ერთად მგზავრობდა, პოლიციელი „ოპელის“ მარკის მანქანით დაეჯახა. რევაზ თევდორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნამდვილად რომ არის, ეს უწყებაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს. სამინისტროში პოლიციელი თევდორაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თანამდებობას და არც ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა ნასვამ მდგომარეობაში პოლიციელი, როცა საჭეს მართავდა. ავარიის შედეგად 24 წლის სოფო სეფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი ინარჩუნებს დღემდე თანამდებობას.
გოგა ძველაია – 2013 წლის 9 ოქტომბერი. – გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახის ადვოკატის ლედი დუკვაძეს განცხადებით, გარდაცვლილს მარჯვენა ხელის მიდამოში სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული, რომლის გამოც მას მარჯვენა ხელის გამოყენება, ფაქტობრივად, არ შეეძლო. “ეს ტრავმა მან წინა ნასამართლობის დროს მიიღო, მისი ხელი პარალიზებული იყო და ის ვერ შეძლებდა ზოგიერთი მოქმედების ერთი ხელით შესრულებას. შესაბამისაც, ჩნდება კითხვა, შეძლებდა კი გარდაცვლილი ერთი ხელით თოკის დამზადებას, ჩამოკიდებას და სხვა ქმედებების შესრულებას, რომელიც ამ ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა?” – განაცხადა ლედი დუკვაძემ. მისი თქმით ამ შეკითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს. ცნობისთვის, ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ხოლო გაყალბებული ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
ავთანდილ მაისურაძე – 2014 წლის 23 მარტი – გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმის მოწმე. ავთანდილ მაისურაძის ოჯახი მათი შვილის მკვლელობას ციხეში სწორედ ფარტენაძის ფაქტს უკავშირებს. ისინი აცხადებენ, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის ფაქტს ავთანდილ მაისურაძე შეესწრო და მათივე მტკიცებით, ის ციხის ადმინისტრაციისთვის ბევრ არასასურველ ინფორმაციას ფლობდა, რის გამოც ერთი კვირის შემდეგ ავთო მაისურაძის ლიკვიდაცია განხორციელდა. თუმცა ოფიციალური ვერსიით მან თავი ჩამოიხრჩო.
ჯიდო ფირცხელანი 2014 წლის 17 აგვისტო. – რუსთავის #6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. “მსჯავრდებული ყელის არეში მიყენებული დაზიანებით საპირფარეშოში თანამესაკნეებმა მოკლული იპოვეს.
გიორგი ასანიძე – 2014 წლის 3 სეტემბერი. გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. საქმე დღემდე გაუხსნელია.
გიორგი ბერუაშვილი – 2015 წლის 6 თებერვალი. – ბორჯომში, 23 იანვარს დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 2015 წლის 6 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბერუაშვილი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ბორჯომში მცხოვრებმა 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ მოკლა. ბოლოს მას სასჯელი 2013 წლის დასაწყისში ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად შეუმცირდა, ხოლო საპატიმროდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოქმედი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა.
ანდრო ბოჭორიშვილი – 2015 წლის 10 მარტი. – კახეთის საინფორმაციო ცენტრისთის ცნობილი გახდა, რომ თელავში 30 წლამდე ასაკის ანდრო ბოჭორიშვილი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე არ აკეთებს კომენტარს, დააკავეს თუ არა პოლიციის თანამშრომელი. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია პოლიციის თანამშრომლის ვინაობაც, თუმცა რადგან შს სამინისტრო მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თელავში მკვლელობა ე.წ. „სამხედრო ქალაქთან“ მოხდა. თუმცა ასევე შემთხვევის ადგილზე მძიმედ დაიჭრეს ანდრო ბოჭორიშვილის ძმა ირაკლი ბოჭორიშვილიც. საქმის დეტალები დღემდე უცნობია.
წყარო: alia.ge
თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!