“პატრიარქი გადადგება!“ – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

“პატრიარქი გადადგება!“

loading...

ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში წერს – “პატრიარქი გადადგება და ახალი პატრიარქის არჩევაში სინოდის “მერყევ წევრებს დაეხმარება”! „ბეწვის ხიდზე ვართ… ეტყობა, კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდის იმედად ვერ იქნება და… გადადგება, რომ მის სიცოცხლეშივე, – სინოდის “მერყევ” წევრებს ახალი პატრიარქის არჩევაში “დაეხმაროს”, თორემ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა იგი აღარ იქნება (ღმერთმა დაიფაროს და დღეგრძელობა უბოძოს ჩვენს უწმინდესს), სამწუხაროდ ძნელი გამოსაცნობი აღარ არის, რაც შესაძლებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას დაემუქროს… ამიტომ, უწმინდესი სათუოდ არ დატოვებს ამ საკითხს და მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გარდაუვალი ცვლილების პროცესს თავად წარმართავს და ისე დააგვირგვინებს, როგორიც უფლის ნებაა, რაც ეკლესიას გააძლიერებს და მთლიანობას შეუნარჩუნებს-განამტკიცებს, ხოლო მას, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს, მის უდიდეს სახელს და ღვაწლს, სამუდამოდ უკვდავყოფს, როგორც საქართველოს და ქართველი ერის სულიერი წინამძღვრის და ღვთითკურთხეული ერის მამის!!! დიახ, ბოდიშის მოხდით, ჩემი მორიდებული მოსაზრებაა, რომ 2018 შობა-ახალი წლის (ძველით) დადგომამდე, მისი აღსაყდრებიდან 40 წლის თავზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის კრებას მოიწვევს, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ეს იქნება პატრიარქის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი)!!! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიამ იცის ქვეყნის 2 კათოლიკოსი, რომლებიც ატარებდნენ ამ სახელს, – შიო 1 (1356-1364 წწ.) და შიო 2 (1439-1443 წწ.). ასე რომ, 2018 წლიდან სრულიად საქართველოს ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, შიო მესამე!!! ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და განამტკიცოს მისი მეუფება, უკუნითი უკუნისამდე!!! ამავდროულად, უფალს შევთხოვოთ, რომ ჯანმრთელად და დიდხანს ამყოფოს მის გვერდით, ჩვენი ერის ცოცხალი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე!!! დიდება უფალს!!!

alia .ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 79
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!