,,ჩემს შვილს რომ ასეთი რამ ჩაედინა, საკუთარი ხელით მოვკლავდი” – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

,,ჩემს შვილს რომ ასეთი რამ ჩაედინა, საკუთარი ხელით მოვკლავდი”

loading...
loading...

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში 51-ე სკოლასთან გამართულ აქციაზე წერს:

,,დღეს გახლდით სოლიდარობის აქციაზე 51-ე სკოლასთან… ერთადერთი რამ იყო იმედისმომცემი ამ რეალობაში, რომ ბევრი ხალხი მოვიდა, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი მოსწავლე… მინდა მჯეროდეს, რომ მათზე ეს ყველაფერი ღრმა, წარუშლელ კვალს დატოვებს და ნაწილი მაინც გააგრძელებს ცხოვრებას განცდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

მითქვამს და გავიმეორებ: მე ასეთი არაფერი მინახავს ამ წლების მანძილზე… უბედურება ის არის, რომ ეს ბაშვები ხვალიდან დაუბრუნდებიან იმ სკოლებს, იმ ოჯახებს, იმ გარემოს, რომელმაც ეს ყველაფერი წარმოშვა და ალბათ კიდევ წარმოშობს. რაიმე კარდინალური ან სერიოზული ცვლილების იმედი ამ პირობებში არ რჩება…

რა უნდა მოხდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ძალიან, ძალიან ზოგადად ვიტყვი: ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მოსწავლე ახალგაზრდობას სჭირდება თვითორგანიზების, ტრანსფორმაციის უნარი, ნება. ხალხი, რომელსაც ეს პოტენციალი და უნარი არ გააჩნია, დასაღუპადაა განწირული!

არ გვაქვს ინსტიტუტები – სამთავრობო თუ არასამთავრობო, სოციალური, სამოქალაქო, აქ ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ნებისმიერ პრობლემაზე ვიყვირებთ, შევწუხდებით და ისევ სტაგნაციის ჭაობს ვუბრუნდებით რაიმე ცვლილების, ღირებულებების და მიზნების ირგვლივ ორგანიზების გარეშე. და ისევ იმავე წრეზე ვბრუნდებით… ბოლოს ყველა საკუთარ ნავში რჩება. ნავში, რომელმაც არ იცის საით მიცურავს და მისთვის ვერცერთი ქარი – ზურგისქარი ვერ იქნება…

არ შევეხები ახლა გამოძიების დეტალებს. უკვე შემხვდა აქ გაპრავების და მიჩქმალვის მცდელობები, მათი კომენტირებაც კი ამაზრზენია… დასასრულ, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი: არ მომასწროს ასეთ დღეს ოდესმე, მაგრამ პირადად ჩემს შვილს რომ ასეთი რამ ჩაედინა, არათუ მის გამოძრომაზე და პასუხისმგებლობის არიდებაზე ვიზრუნებდი, საკუთარი ხელით მოვკლავდი.

ვიმეორებ სრული პასუხისმგებლობით…”

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!