ქრისტეს ხის ქანდაკებაში „დროის კაფსულა“ აღმოაჩინეს – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

ქრისტეს ხის ქანდაკებაში „დროის კაფსულა“ აღმოაჩინეს

loading...
loading...

ესპანელმა რესტავრატორებმა, რომლებიც ბურგო-დე-ოსმას ტაძრის XVIII საუკუნის იესო ქრისტეს ხის ქანდაკებაზე მუშაობდნენ, მღვდლის წერილი აღმოაჩინეს, რომელიც 1777 წლით არის დათარიღებული.
დოკუმენტი მადრიდის სარესტავრაციო ფირმის Da Vinci Restauro-ს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს. ისინი ბურგოსის პროვინციაში სოფელ სოტილიო-დე-ლა-რივიერას სანტა-აგიედას ეკლესიაში ქანდაკების სარესტავრაციოდ მივიდნენ.

ქანდაკება დაზიანებული იყო, ამიტომაც მასში პატარა ღრეჩო აღმოჩნდა. ამის გამო ქანდაკების დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ ამ დროს მიხვდნენ რესტავრატორები, რომ შიგნით რაღაც იდო.

ბურგო-დე-ოსმას ტაძრის მღვდლის, ჰოაკინ მინგუესის მიერ ხელმოწერილ წერილში XVIII საუკუნის ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი. ავტორი აღწერს ეკონომიკას, ტრადიციებს, გართობებს (კერძოდ, პოპულარული ტორეადორების სახელებია ჩამოთვლილი), პოლიტიკურ ვითარებას, იმ დროის ჯანდაცვას.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!