,,მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი” – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

,,მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი”

loading...
loading...

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა სოფიკო შევარდნაძემ, ОРТ-ს ეთერში გადაცემა “Время покажет”-ში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი. მან დაამხო ის ხელისუფლება რომლის ხელმძღვანელიც ბაბუაჩემი იყო და ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმ დროიდან, როდესაც ის ბაბუაჩემის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მინდა სწორად გამიგოთ. მე მაქვს ორი ქვეყანა-რუსეთი და საქართველო. და მე ორივე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო. მე არ მინდა არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე რუსეთიც და საქართველოც ჩემი ქვეყანაა. და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. მაგრამ მე არ მინდა მასზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში, ზუსტად ისევე როგორც არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს არც ყოფილ და არც ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტზე. იმედია გამიგებთ”,- განაცხადა სოფო შევარდნაძემ.
alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!