„სკოლაში უნდა სწავლობდნენ, რა ნიშნავს ქურდული მენტალიტეტი, “ობშიაკი”, „თავანი“ – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

„სკოლაში უნდა სწავლობდნენ, რა ნიშნავს ქურდული მენტალიტეტი, “ობშიაკი”, „თავანი“

loading...
loading...

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნათია მანია სოციალურ ქსელში ბოლო დროს დატრიალებულ ტრაგედიებზე წერს:
„რას ვფიქრობ და იმას ვფიქრობ, რომ:
სანამ ამ ქურდულ მენტალიტეტს, “ძმაკაცობას”, “ობშიაკის” ფულის აკრეფას, ძმაკაცის თავანისთვის ოჯახიდან ნივთის აღებასა და დალომბარდებას, არჩაშვება-“გაბოზების” დაპირისპირებას, ქუჩური გარჩევების მექანიზმებს ბიჭები ქუჩაში ისწავლიან და არა __ სკოლაში,
არაფერი გვეშველება.
არ მოგლანდებიათ.
ნამდვილად სკოლაში უნდა სწავლობდნენ, რა ნიშნავს ეს ყველაფერი.
ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა. ეს სამოქალაქო განათლების საკითხებია…
მესამე-მეოთხე კლასიდან უნდა იგებდნენ, რა არის ეს, რამდენი ბავშვი, ჭაბუკი და დროული კაცი გამწარდა ამისგან. რამდენი დედა გაუბედურდა. რამდენმა ახალგაზრდა კაცმა ციხეში გაატარა ნახევარი ცხოვრება. რომ არაა ამაში სამართალი, რომ ჩათლახობა, დამპლობა და თახსირობაა ეს ყველაფერი!
სულ სასამართლოს საქმეებით, სუ დოკუმენტური ჩანაწერებით უნდა იგებდნენ ამ საშინელ საქმეებს. ისიც უნდა იცოდნენ, საბჭოთა კავშირი თავად რომ უწყობდა ხელს ამ მენტალიტეტის ხალხს. როგორ უწყობდა, რატომ უწყობდა.
მათემატიკაში რაოდენობრივ მსჯელობას ამ მაგალითებზე უნდა სწავლობდნენ.
წერა ოდნავ მაინც ვისაც ეხერხება და გამოუცდია ეს საშინელება, ამაზე უნდა წერდნენ. უნდა დაწერონ, როგორ დააჩმორეს, სცემეს, დაჭრეს, გაძარცვეს, ფული ან ნივთი წაართვეს, როგორ ვერ თქვა, ვერ შეებრძოლა, ვერ შეეწინააღმდეგა, ვერ მოერია ამ ველურობასა და ველურებს.
საზღვარგარეთული მაგალითებიც არ უნდა დაავიწყდეთ, ქართველ ქურდთა და კაი ბიჭთა საძაგლობები, საზღვარგარეთ ჩადენილი.
გოგოებს კარგად უნდა აუხსნან, თუ ვინ არიან ისინი ქურდული და ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის. რომ არავინ არ არიან. რომ მათს სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. რომ მათ არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ საკუთარ პირად ცხოვრებაშიც კი მათი კაი ბიჭი ძმებისა და მამების გარეშე.
კარგად, სულ კარგად უნდა აუხსნან, სადამდე მიიყვანეს ამ მენტალიტეტის მოტრფიალეებმა საქართველო 90-იან წლებში!
ჯაბა უნდა ამოთხარონ, აუცილებლად, აუცილებლად უნდა ამოთხარონ, და წინასწარ კარგად უნდა ახსნან, რატომ თხრიან, რატომ არაა მისი ადგილი პანთეონში კი არა, საერთოდ არსად, არსად, სადაც ოდნავ მაინც ადამიანური ადამიანები არიან დაკრძალული.
ყველა პოლიციელი, რომელიც სისასტიკით და უსამართლობით ქურდებსა და ძველ ბიჭებს აჭარბებს, უნდა იყოს გათავისუფლებული და სამაგალითოდ დასჯილი. ყველა უსამართლო მოსამართლე და პროკურორი.
სამართალდამცველებმა და პოლიციელებმა საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყონ ბავშვებთან მუშაობა. გაკონტროლება და დაშინება კი არა, თანამშრომლობა, უნდა ასწავლონ ბავშვებს, რა არის კანონის დაცვა, რისთვისაა კანონის დაცვა, რა საჭიროა კანონი, რა არის საშიში, რა არის დამღუპველი და როგორ უნდა დავეხმაროთ კანონის დამცველებს.
ამოვიდა ყელში ამდენი ბნელი, უვიცი ან უნამუსო “კაიბიჭობის” მოტრფიალე და დამცველი!
ტფუ, მართლა და მართლა რა! “
alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!