„ამ ტიპმა ხელი სტაცა ამ გოგოს, კედელზე მიანარცხა… ხელ-ფეხი ახლაც მიკანკალებს“ – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

„ამ ტიპმა ხელი სტაცა ამ გოგოს, კედელზე მიანარცხა… ხელ-ფეხი ახლაც მიკანკალებს“

loading...
loading...

ფეისბუქმომხმარებელი ნათია ბერიძე ძალადობის ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო „ვარკეთილის“ მეტროში:
„მე როგორც ყოველთვის შარში ვარ, ახლაც რომ ვწერ ამას ხელები და ფეხები მიკანკალებს! ვარკეთილის მეტროს ჩასასვლელთან გოგო ყავდა “ლამბერსექსუალ” “ვაჟკაცს” აყუდებული, უყვიროდა, ეს გოგო ტიროდა, შევჩერდი ჯერ ვიფიქრე რამე “ფარული კამერა” ხომ არ არისთქო და დაველოდე, ეს გოგო წასვლას აპირებდა და ამ ტიპმა ხელი სტაცა კედელზე მიანარცხა და მაგ დროს ვეცი ხელში ამ ბიჭს, ხელი გაუშვითქო, სრულიად არაადექვატური სახით მომიტრიალდა და ახლა მე მეტაკა, შენ ვაფშე ვინახარ, ხელი გამიშვი გოგო-ო, -რას ქვია ვინ ვართქო, ხელი არ დაადო ამ გოგოს მეორედ-მეთქი და ჩემზე რომ გამოიწია ამ დროს ბიჭები მოვარდნენ, რას უყვირიო, ახლა იმათ გაექაჩა, ორი ბიჭი დამიდგა, უამრავი ხალხი გარშემო. ამ ერთს ექაჩა, ესაც გოგოსთან ერთად იყო, ჩვენი ლამბერი გაცეცხლდა, წამო აბა ბიჭო გვერძე შენ ერთი ვინ გეკითხებაო, არც ამ ბიჭმა დაიხია უკან წამოდიო, გადავუდექი, ის გავარდა ამას ვთხოვე, არ გაყვე გიჟიამეთქი, თანმხლები გოგონაც გადაუდგა. ამ დროს ვიღაც გოგო მოვიდა ხომ რაფერი გჭირდებაო,პატრული ქალიც მოვიდა, რა მოხდაო,დავინახე თქვენზე რომ იწევდა და მაგიტომ გამოვედიო მითხრა. ამ გოგოს კითხა პრეტენზია გაქვს რამეო?! ამანაც არაფერი, ჩემი ქმარიაო. ხოდა მორჩა ზღაპარი! წამოვედი, რა აზრი აქვს ასეთ დროს რამის კეთებას, პატრულმა დაინახა, ხალხი აყვირდა 51 სკოლასთან რაც მოხდა იმის ბრალიაო რომ ასე თვალს ხუჭავთო, პატრულს უთხრეს, აბა ოჯახური კონფლიქტიაო-პატრულმაც, ოჯახური კონფლიქტი ოჯახშიო, ხალხმა უთხრა, გარშემო ყველაფერს ამტვრევდა და ეგ ოჯახურიაო?! ხოდა წამოვედი, რა აზრი ჰქონდა იქ რამის თქმას კიდევ?! გზად საშუალო ასაკის, გამოპრანჭული ქალბატონის ხმა “დამეწია” ვიღაცას ეუბნებოდა რა ვიცი ქალბატონო სხვისი საქმე ნაკლებად მაინტერესებსო, მეც მივუტრიალდი, ნაკლებად რომ გაინტერესებთ იმიტომაც ხოცავენ ქუჩაში ერთმანეთსმეთქი- ამანაც გაიარე, გაიარე, ბრძენი გამომივიდა, ერთი უყურეო, მომაქოქოლა და წამოვედი. P.S მორალი სულ რომ შევეწირო ასეთ “სხვის საქმეებში” სულ ჩავერევი! პატივისცემით მე!“
alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!