სად გაუჩინარდა ერთი სოფლის 2000 მცხოვრები? – საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

სად გაუჩინარდა ერთი სოფლის 2000 მცხოვრები? – საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

loading...

ყველა დანაშაული ტოვებს კვალს – ამას ნებისმიერი კრიმინალისტი გეტყვით, თუმცა, ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი მოვლენებიც ხდება, რომელთა ახსნა არათუ კრიმინალისტებს, მეცნიერებსაც უჭირთ…

80 წელზე მეტია, მეცნიერები თავს იმტვრევენ 1930 წელს, კანადური სოფლის ანგიკუნის მოსახლეობის გაუჩინარების საიდუმლოზე. მეთევზეების სოფელი ანგიკუნი, სადაც 2000 ესკიმოსი ცხოვრობდა, ამავე სახელწოდების ტბის სიახლოვეს მდებარეობდა. ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ მონადირეები და მეთევზეები, რადგან ანგიკუნის ტყეები – გარეული ცხოველით, ხოლო ტბა თევზით სავსე გახლდათ.

ანგიკუნი კანადელი მონადირე ჯო ლაბელის საყვარელი ადგილი იყო. ნადირობის შემდეგ ის სტუმართმოყვარე ესკიმოსებთან ჩერდებოდა, რათა სახლში წასვლის წინ ძალები მოეკრიბა.

1930 წლის 12 ნოემბერს საშინლად ციოდა. ნადირობის შემდეგ შეციებული მონადირე გასათბობად სოფლისკენ გაეშურა, მაგრამ ანგიკუნში საეჭვო მდუმარება დახვდა. მონადირე პირველივე შემხვედრ სახლში შევიდა. სახლში არავინ ჩანდა, თუმცა ცეცხლზე წვნიანი დუღდა და ისეთი ატმოსფერო იდგა, თითქოს ადამიანებმა სახლი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ჯომ მთელი სოფელი მოიარა, მაგრამ ერთი ადამიანიც კი ვერსად ნახა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ თოვლზე სახლიდან გასული ადამიანების ნაკვალევიც არ ჩანდა. შეშინებულმა მონადირემ ესკიმოსების სოფელი სასწრაფოდ დატოვა და უახლოესი ტელეგრაფიდან კანადურ პოლიციას ადამიანების გაუჩინარების შესახებ აცნობა.

რამდენიმე საათში ანგიკუნში პოლიციის რაზმი მივიდა. მათ სხვა მონადირეებიც გამოკითხეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ღამით ცაზე უცნაური მანათობელი ობიექტი შენიშნეს, რაც შეიძლება ადამიანების გაუჩინარებას უკავშირდებოდეს. თუმცა, პოლიციელებს ყველაზე საშინელი წინ ელოდათ: ტერიტორიის დათვალიერებისას, მათ ადგილობრივი სასაფლაო მთლიანად გაპარტახებული დახვდათ – საფლავები ამოთხრილი იყო და მიცვალებულები გამქრალები. სოფელთან ახლოს კი დახოცილი ძაღლები ეყარა. პოლიციამ მომხდარი ვერაფრით ახსნა, რადგან ესკიმოსებს ძაღლები მარჩენლებად მიაჩნდათ და არასოდეს დახოცავდნენ. მით უმეტეს, არასოდეს ამოთხრიდნენ საკუთარ მიცვალებულებს.

სად გაქრა 2000 ესკიმოსი, რატომ მიატოვეს თავიანთი სახლები ისე, რომ საკვები და ტანსაცმელი არ წაუღიათ, დღემდე საიდუმლოდ რჩება.

 

წყარო: notifications. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!