17 წლის ბიჭის გაუჩინარებას ოჯახი ინტერნეტ თამაშს უკავშირებს “ლურჯი ვეშაპი”-ს – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

17 წლის ბიჭის გაუჩინარებას ოჯახი ინტერნეტ თამაშს უკავშირებს “ლურჯი ვეშაპი”-ს

loading...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტ თამაშს “ლურჯ ვეშაპს” უკავშირებს. ამის შესახებ გაუჩინარებული ბიჭის და საუბრობს.

“7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა არ მისულა. სოფელ ბობოყვათში ვცხოვრობთ, სოფლის „მარშუტკას“ ქობულეთში გაყვა, იმის შემდეგ კვალი იკარგება. ტელეფონი გამორთული აქვს. პოლიცია ვერ პოულობს. ნათესავები, მეგობრები ყველა ვეძებთ, თუმცა არავის არ აქვს ინფორმაცია. წუხელ ღამით სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს „ჩორნი კიტს“ ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. მინახავს ისიც, რომ დაუხატავს ლურჯი ვეშაპი. ხელები დაკაწრული ჰქონდა, რის გამოც ვეჩხუბე, ის კი იცონოდა. ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა: „შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ“. ბოლო პოსტზე უწერია, „დრო მოვა, არა და დრო მიდისო“. ერთი თვის წინ რომ ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა. ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. ბოლო ფოტო აქვს გადაღებული გზაზე, სადაც ისრის მიმართულება მარცხნივ ინგლისურად მიუთითებს წარწერაზე „ენდ“, რაც დასასრულს ნიშნავს. მე ყველაფერს ამ თამაშთან ვაკავშირებ. საკუთარი თავის დაზიანება, ისეთი პოსტები აქვს დაწერილი, სწორედ ამ თამაშს ვუკავშირებ. 6 დეკემბერს ვესაუბრე, სახე ძალიან დაკაწრული ჰქონდა“ – აცხადებს გაუჩინარებული ბიჭის და.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 11
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!