სახლში, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს, გაზი არ არის – რა მოხდა გორში – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

სახლში, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს, გაზი არ არის – რა მოხდა გორში

loading...

გორში გაურკვეველ ვითრებაში გარდაცვლილი ორი ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი გაზის გაჟონვით გაიგუდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მათ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი არ არის შეყვანილი. როგორც გარდაცვლილების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა „ნიუპოსტს” განუცხადა, სიკვდილის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა საკვებით ინტოქსიკაცია გამხდარიყო. გარდაცვლილების ახლობელების მტკიცებით, ცხედრებს ძალადობის ნიშნება არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე მივიდა გორის მერი, კოტე თავზარაშვილმა გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა. ,,რომ შევედი ოჯახში ასეთი სიტუაცია დამხვდა, სახლში გაზი არ აქვთ შეყვანილი, გარდაცვლილებს არც რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ ვერაფერს ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები, ასე რომ დაველოდოთ რას დაადგენს გამოძიება”– განაცხადა გორის მერმა.
შგახსნებთ, გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. 24 და 54 წლის ქალების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

alia.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!