შემომწირველების დიდი რაოდენობა ივანიშვილთან არის დაკავშირებული – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

შემომწირველების დიდი რაოდენობა ივანიშვილთან არის დაკავშირებული

loading...

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქაეთველოს”პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა: “საკმაოდ დიდი რაოდენობაა შემომწირველების, რომლებიც ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულები არიან,”

“საკმაოდ დიდი რაოდენობა შემომწირველების, რომლებიც ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულები არიან, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ასეთი 12 პირი აღმოჩნდა. მაგალითისთვის ხედავთ, რომ „ქართუ ბანკი“ 5 დირექტორია. ასევე არის მეორე ბიზნეს ჯგუფი ასე ვთქვათ, ციტადელი, რომელთანაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმა არის დაკავშირებული და დუგლაძეების ღვინის ქარხანა. 30 ფიზიკური პირი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც წირავდა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და 2012 წლის შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ შემომწირველი გახდა. ეს კანონით არ არის აკრძალული, თუმცა საინტერესო ტენდენციაა. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, სახელისუფლებო პარტიასთან კარგი ურთიერთობების აწყობას ესწრაფვიან,“ – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, მმართველი პარტიის შემომწირველებზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაცია, საეჭვო გარიგებებზე მიუთითებს, რომელიც მმართველი გუნდის შემომწირველების კომპანიების საქმიანობაში იკვეთება.

კვლევაში, ასევე საუბარია ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მიერ გაღებულ შემოწირულობებზე – დოკუმენტში დასახელებული კონკრეტული რიცხვები, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო დაფინანსების რეკორდულ დისპროპორციაზე მიუთითებს.

metronome.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!