„ქმარმა სცემა ორსული ცოლი, შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს კაი გოგოა და მაინც შეურიგდება ქმარსო“ – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

„ქმარმა სცემა ორსული ცოლი, შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს კაი გოგოა და მაინც შეურიგდება ქმარსო“

loading...

ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„გუშინ ქმარმა სცემა ორსული ცოლი, ისე რომ სახე დალურჯებული აქვს. (ფოტო მაქვს, არ ვდებ აქ). ქალმა გამოიძახა პატრული, პატრულმა გამოიძახა კრიმინალური პოლიცია. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის მერე, შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს კაი გოგოა და მაინც შეურიგდება ქმარს, არ დაიწყო გამოძიება და გამოსცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, სადაც მიზეზად მონიშნა მხოლოდ “ფსიქოლოგიური ძალადობა”. ამით სამართალდამცავმა რეალურად დამალა ფიზიკური ძალადობის, ცემის ფაქტი. დღეს ეს გოგო და მისი დაქალი ჩვენ გვწერდნენ და გვეკითხებოდნენ, ეს რანაირად არის შესაძლებელი, მართლა არ არსებობს მუხლი რომელიც ქმარს ცოლის ცემას უკრძალავსო? სანამ ამ მიმოწერაში ვიყავით იმ დროს ისევ მიუვარდა მოძალადე ქმარი ამ გოგოს, მეგობრის სახლში. ვუყურებ ამ შემაკავებელ ორდერს, რომლითაც ცემის ფაქტი არ დააფიქსირეს, მას ხელს აწერს პატრულ-ინსპექტორი გიორგი ტოროშელიძე. ხელმომწერის ჩათვლით ყველა დამნაშავე სამართალდამცველს ვუჩივლებთ, შსს-საც ვუჩივლებთ და გენ.ინსპექციაში კი არა, სასამართლოში.
პ.ს. და როგორც პრემიერი იტყოდა – მოგიტ@@@ კეთილებს! (ეს ბოლო წინადადება მუქარა არ არის, უბრალოდ სარკაზმია პრემიერის ძალადობაზე).“

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!