ორშაბათს, პატრიარქი გადადგება … – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

ორშაბათს, პატრიარქი გადადგება …

loading...

პატრიარქობის 40 წელი – ორშაბათს ილია მეორეს აღსაყდრების დღეა.
კურიერს წყარო საპატრიარქოდან ეუბნება, რომ მღვდელმთავრები დაბნეულები არიან, რადგან მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ყველასთან შეუთანხმებლად და სრულიად მოულოდნელად მოსაყდრე დაასახელა, ვარაუდობენ, რომ ორშაბათს შესაძლოა, ილია მეორე გადადგეს.
მღვდელმთავრები კამერების წინ ღიად ვერ საუბრობენ, რა შეიძება მოხდეს ორშაბათს. ისინი მოვლენების ყველა სცენარისთვის მზად არიან.
პატრიარქს მოსაყდრის დასახლება წმინდა სინოდისთვის არ შეუთანხმებია და არც მეუფე შიოს წარდგენის შემდეგ მოუწვევია სინოდის სხდომა.კურიერის ინფორმაციით, სინოდის სხდომას მღვდელმთავრების ერთი ნაწილიც ელოდება, ისინი აპირებენ, სხდომაზე იკითხონ, რა უფლებამოსილებები გააჩნია შიოს.
საპატრიარქოს დებულებაში მოსაყდრის უფლებამოსილებები, რომელიც პატრიარქის სიცოცხლეშივე იწყებს მოვალეობის შესრულებას, გაწერილი არ არის. ამის შესახებ არფერია ნათქვამი არც პატრიარქის ბრძანებაში. ამიტომ თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახეზეა კაზუსი, როდესაც საპატრიარქოში დანიშნულია მოსაყდრე უფლებების გარეშე.
თეოლოგებს არ ეთანხმება პატრიარქის ქორეპისკოპოსი და აცხადებს, რომ შიოს უფლებები ყველასთვის ცნობილია, თუმცა, კითხვაზე რა უფლებები აქვს პატრიარქის დასახლებულ მოსაყდრეს, უჭირს პასუხის გაცემა.
alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!