პრემიერი რომ ფხიზელი პარლამენტში იგინება, არის ღირსების დაცვა და ნაცემი პოეტისგან გინება ხულიგნობაა? – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

პრემიერი რომ ფხიზელი პარლამენტში იგინება, არის ღირსების დაცვა და ნაცემი პოეტისგან გინება ხულიგნობაა?

loading...

საზოგადოებრივმა მაუწყებელის მიერ პოეტ რატიანის ვიდეოკადრების გავრცელებაზე ლევან ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს. მისი თქმით “საქმე გვაქვს უზნეობასთან” და მენეჯმენტი, რომელის საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს, უნდა წავიდეს:
„პირველმა არხმა რაც გააკეთა ამაზე ქარტიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ დაარღვია, მაგრამ ვასილ მაღლაფერიძეს ეთიკასთან კი არა აქვს მარტო პრობლემა. პრობლემა აქვს კანონებთან და ზნეობასთან. პირველი არხი რასაც აკეთებს, ეს ზოგადად გასაგებია. საქმე გვაქვს უზნეობასთან. პრემიერი რომ იგინება ეს არაა საზოგადოების ინტერესის საგანი და პოეტი რომ იგინება თურმე ესაა საზოგადოების ინტერესის საგანი. სხვათა შორის საქართველოში მოიძებნა ხალხი, რომლებმაც თქვეს, რომ მათ უკვირთ რომ პოეტები სვამენ და იგინებიან. საიდან მოვიდა ეს ხალხი, ასეთი უწიგნური ვინ არი ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, სადაც პრემიერ მინისტრი ფხიზელი, პარლამენტში იგინება, არის ღირსების დაცვა და ნაცემი პოეტისგან გინება ხულიგნობა და შეურაცხყოფაა საზოგადოების? ვასილ მაღლაფერიძის გადასაწყვეტი რომ არის რამე ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს რა ქვეყანაცაა, რა ხელისუფლებაცაა და ამ ზნეობის და გაქანების კაცის ადგილი, რომ არის სადმე ქვეყანაში ეს თავისთავად ბევრ რამეს ნიშნავს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თავზეო, აიღოს და წაბრძანდეს. ეს მენეჯმენტი უნდა მოშორდეს პირველ არხს, მართალია მაინც არაფერი ეშველებათ, მაგრამ რახან ფულს ვიხდით, იმას მაინც მოვითხოვთ, რომ ვასილის, და ანთაძის დონის ხალხი მოაშორონ იქაურობას”,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “პირველ რადიოსთან” საუბარში.

“ალია”

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!