რატომ არ უნდა შეინახოთ სახლში გადახდილი ქვითრები ? – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

რატომ არ უნდა შეინახოთ სახლში გადახდილი ქვითრები ?

loading...

ადამიანის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, მის გარშემო საერთო ენერგიის დაბინძურებაა. რა იწვევს ამას, ალბათ, მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის.
ადამიანის გადატვირთული გონება, საცხოვრებელში, ბევრ ისეთ რამეს ვერ ამჩნევს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ენერგიის დაბინძურების ძირითადი მიზეზია ჭუჭყი და ნაგავი, ანუ, მატერიალური, ემოციური და სულიერი სიბინძურე, რომელიც ადამიანებსაც და საცხოვრებელ გარემოსაც ანადგურებს. დაბინძურებული ენერგია ისე აწვალებს ადამიანებს, როგორც უხილავი მონსტრი, ჩვენს სახლში უხმოდ შემოპარული ენერგიის მშთანთქავი. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა იზრუნოს ენერგიაზე და პერიოდულად ასუფთაოს ის. უპირველესად, ემოციები და ფიქრები უნდა გაწმინდოს, რადგან გარემოს ზოგჯერ თავად ამით აბინძურებს.
ნუ იფიქრებთ სხვა რამეზე და ავტომატურად ნუ დაალაგებთ სახლს. ეს მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავეს მოგიტანთ და ბევრი არაფერი შეიცვლება სახლის ენერგეტიკაში. დაჯექით ისეთ ადგილას, საიდანაც მთელი ოთახი ჩანს, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით, რამდენიმეწუთიანი სიმშვიდის მდგომრეობის შემდეგ კი, გაცილებით მეტს შეამჩნევთ, ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით და მიხვდებით, რა სჭირდება სახლს, რა არის ზედმეტი.

საძინებელი ოთახის დალაგებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ძილში ადამიანი სრულიად დაუცველია ნეგატიური ენერგიებისგან. ძილი უნდა იყოს უსაფრთხო და მშვიდი, ამისთვის კი, სრულად უნდა გაწმინდოთ საძინებლის ენერგეტიკა. საწოლის ქვეშ, ფეხებთან, დადეთ ამეთვისტოს ქვა და არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარული გაწმენდა გამდინარე წყლით. სახლში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კუთხეებს, რადგან, ნეგატიური ენერგია, თავს კუთხეებში იყრის. როდესაც სახლის კუთხეები სუფთაა, მთელს სახლში უწყვეტია ბედნიერების ენერგია.

ენერგეტიკული „ნაგვის ბუდეა“ სახლში ავეჯსა და ნივთებს შორის დარჩენილი ვიწრო სივრცეები, მაგალითად, კარადების შიდა სივრცე, ჩაშენებული კედლები, თაროები და ასე შემდეგ. მიმოიხედეთ სახლში და ნახავთ ბევრ მსგავს ადგილს, რომელთაც ისევე როგორც სახლის კუთხეებს, ცალკე ესაჭიროებათ ყურადღების მიქცევა. ასევე, თვეში ორჯერ სახლში გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა, რომ შემოსულმა სუფთა ჰაერმა და ენერგიამ ყველა კუთხე-კუნჭული მოიცვას. ნუ დატოვებთ ოთახებსა და კორიდორებში ჟურნალ-გაზეთებს, იმიტომ რომ, ისინი ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ.

ასევე, ისეთი ენერგეტიკული ჭუჭყი გროვდება სახლში, რომელიც ადამიანის ცნობიერებას უქმნის საფრთხეს ანუ, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ნაგავი. ის ძირითადად გროვდება, სამეცადინო ან სამუშაო ოთახებში. ეს არის ქაღალდის ნაგავი – ყოველდღიურად გამოყენებული ქაღალდები, რომელთაც, თუ ყურადღება არ მიაქციეთ, სულიერ ზარალს მოგიტანთ. ნუ შეინახავთ დიდხანს ქვითრებს, ჯარიმებს, წერილებს. ასეთი სახის ნაგავი შეუმჩნევლად მოქმედებს არაცნობიერზე, ნერვიულ სისტემას აზიანებს. ის ხდება შინაგანი კონფლიქტის მიზეზიც, რომელიც არა მარტო სულს, სხეულსაც დააზიანებს. კვირაში ერთხელ მაინც, გადახედეთ სახლში დაგროვილ ქაღალდებს, ძველ რვეულებს, გამოუყენებელ, ქუჩიდან მოტანილ სარეკლამო ფლაერებს და საგადასახადო ფურცლებს. სასურველია, ისინი გადაყაროთ და გაათავისუფლოთ სივრცე. გაუაზრებლად, არცერთი ნივთი არ უნდა გქონდეთ სახლში.

„სახლის სული“ ცოცხლდება, როცა იქ ცხოვრობს ბედნიერება. კაშკაშა ფერები, მუსიკა, ბავშვები, განათება და წყალი ბედნიერების ენერგიის წყაროა და ამიტომ, აუცილებლად ესაჭიროება ყველა სახლს. სწორედ ასეთ სახლებში არ გროვდება ჭუჭყი და მტვერი. შესაძლოა, იყოს მსუბუქი, ყოველდღიური არეულობა, მაგრამ ძირითადი სახლის ენერგეტიკა არის მყუდრო, მხიარული და ბედნიერი. სწორედ ამიტომ, სახლისთვის საჭიროა, არა მარტო დალაგება და გაწმენდა, არამედ ენერგეტიკული დაცვაც. ისწავლეთ, შექმნათ დამცავი ენერგეტიკული ველი სახლის გარშემო. თქვენ შეგიძლიათ, მოიზიდოთ ენერგია, რომელიც დაიცავს თქვენს სახლს. ეს ენერგეტიკული ველი დაიცავს სახლს მრავალმხრივად – არ შემოუშვებს ნეგატიურ დამანგრეველ ენერგიას; არავის შემოუშვებს, ვისაც ცუდი ზრახვები აქვს ამ სახლში მცხოვრებ ოჯახის წვერების მიმართ. დამცავი ველის ძალა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იყავით კონცენტრირებულები მისი შექმნისას და რამდენად ახლოს ხართ სახლის „სულთან“, ზრუნავთ მის ენერგეტიკაზე, ალაგებთ და წმენდთ. გახსოვდეთ, რომ სახლის დაცვისათვის, იყენებთ არა თქვენს ენერგიას, არამედ ენერგიას, რომელიც მიიღეთ კოსმოსიდან.
,,თბილისელები”

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!