პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

loading...

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია.

„გუშინ დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. წუხელ დაემატა 4 ადამიანი, აქედან – 3 ბავშვი“, – აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები მხოლოდ თბილისის ფარგლებშია დაფიქსირებული.

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!