სამმა პენსიონერმა 16 ბანკი გაძარცვა … – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

სამმა პენსიონერმა 16 ბანკი გაძარცვა …

loading...

DW-WORLD-ის ინფორმაციით, გერმანიაში ყოველწლიურად მატულობს ხანდაზმულ კრიმინალთა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პენსიონერთა მიერ ჩადენილი დანაშაული 28%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ხანდაზმულ პატიმართა რაოდენობაც.

2004 წელს ბერლინში ბანკების მძარცველი დანაშაულებრივი ბანდის წევრები დააპატიმრეს. ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ბანდიტების ასაკი…
საქმე ის გახლავთ, რომ სამკაციანი ბანდის სამივე წევრი 64-დან 73 წლამდე ასაკის პენსიონერი გახლდათ. ამასთანავე, ბაბუები ისე ოსტატურად მოქმედებდნენ, რომ შეიარაღებული ძარცვის დროს, ფულის საცავების გარდა, არავინ და არაფერი ზარალდებოდა.

ვილფრიდ აკერმანმა, რომელსაც ცხოვრების 40 წელზე მეტი საპყრობილეში აქვს გატარებული, სასამართლოზე აღიარა, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვედრის შიშით, ციხიდან გამოსვლისთანავე, ბანკების ძარცვა დაიწყო. „თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ადვილია ბანკების ძარცვა, როცა ეს უკვე რამდენჯერმე გაქვთ გაკეთებული“, – აღნიშნა მან. ბანკიდან ნაძარცვი ფულით კი აკერმანმა ფერმა შეიძინა.
„ბაბუების ბანდის“ მეორე წევრის, 74 წლის რუდოლფ რიხტერის თქმით, ბანკების ძარცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1979 წელს უსამართლოდ დააპატიმრეს ძარცვისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

ვილფრედ და ლოტარი აკერმანებმა და რუდოლფ რიხტერმა 16 წლის განმავლობაში, ბანკებზე 14 შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს და მილიონობით თანხა გაიტაცეს!!!

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!