ქალთმოძულეობის პირველი სერიოზული შემოტევა თსუ-ში მოვიგერიე – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

ქალთმოძულეობის პირველი სერიოზული შემოტევა თსუ-ში მოვიგერიე

loading...

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში თსუ-ს ასი წლის იუბილესთან დაკავშრებით ერთ ისტორიას იხსენებს:

„ისე, ახლა რომ ვფიქრობ, თსუ-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა.

ქალთმოძულეობის პირველი სერიოზული შემოტევა მანდ მოვიგერიე – გაცნობიერებულად.

კატოზე ორსულად რომ ვიყავი, 8 კვირისამ აღმოვაჩინე. თავს ვიცავდი, უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევა მოხდა. 21 წლის ახალი გამხდარი ვიყავი, როგორც გაირკვა, ჩემს დადების დღეზე, უკვე ორსულად ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი.

ექოსკოპიიდან რომ გამოვედი, რამდენიმე საათი დარეტიანებულმა ვიარე, მეც და ჩემი ყოფილი ქმარიც ვთვლიდით რომ ბავშვი ჯერ ადრე იყო – ის საერთოდ 18 წლის იყო. ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით, რა გვინდოდა. ფინანსურ მდგომარეობაზე ზუსტადაც რომ არ ვნერვიულობდი, სამსახური UMCOR-ში ახალი დაწყებული მქონდა, 1996 წელი იყო და შემოსავალი რამდენიმე ასეული დოლარი გვქონდა, ფეხზე კარგად ვიდექით. მაგრამ წინ დიდ გეგმებს ვაწყობდი, ბავშვს ძალიან დიდ პასუხისმგებლობად მივიჩნევდი და მე ჯერ თავისუფლება მინდოდა. ამიტომაც ვიცავდი თავს.

რამდენიმე საათში გადავწყვიტე, რომ ბავშვის გაჩენას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და მასშტაბი ჩემს ცხოვრებაში სიტყვებით არ აღიწერება და ამიტომ დიდად არც დავიხარჯები. უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან, ძალიან მაგარი შვილი მყავს!

მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. ჩემი განწყობა აღვწერე, უბრალოდ.

მოკლედ, თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეხუთე კურსზე ორსული გადავედი. მუშაობას ცხადია ვაგრძელებდი – უფროსთან ვილაპარაკე, შრომის კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობდა, პირდაპირ მკითხა რამხელა დრო გჭირდებაო, მე ერთი თვე დეკრეტი ვთხოვე და დავალაგე.

პარალელურად სათარგმნებს ვიღებდი, რომ ბავშვი როცა გაჩნდებოდა, დანაზოგი მქონოდა – ძალიან დიდი კოლაფსი გვქონდა მთელ ქვეყანას გამოვლილი და ამ ქვეყანაში ბავშვის მოვლინება ძალიან მაფრთხობდა, ამიტომ ძალიან ვემზადებოდი.

თებერვალში ველოდებოდი კატოს. თსუ-ს გამოცდებს ემთხვეოდა მშობიარობა. სოციოლოგიის გამოცდა პირდაპირ ზედ აჯდებოდა.

ნათელა დონაძე გვიკითხავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი და ლექციებს სულ ვაცდენდი (არც ვღელავდი, იმიტომ რომ სამსახურში ინტერნეტი გვქონდა და გაცილებით მეტ ჭკვიან ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, მეტს ვსწავლობდი), სოციოლოგიაზე დავდიოდი, იმიტომ რომ საგანი მაინტერესებდა (მიუხედავად იმისა, რომ თავად ლექტორი მოსაწყენი იყო) და თან ვიცოდი, რომ ლექტორი ამას დიდ ყურადღებას აქცევს.

მივედი ახალ წლამდე ქ-ნ ნათელასთან, უკვე მერვე თვეში და ვთხოვე, გამოცდა ადრე ჩამებარებინა – არ მინდა იქით გადამყვეს და ბარემ ჩაგაბარებთ, გამოცდაზე მშობიარობა მიწევს მეთქი.

უარით გამომისტუმრა. ბევრი არც მიფიქრია, დავიკიდე – ვიფიქრე, მერე ჩავაბარებ.

მერე ისე მოხდა, რომ კატო ადრე – 1997 წლის 14 იანვარს გაჩნდა და გამოცდაზე გასვლა შევძელი.

ვუპასუხე რაც აინტერესებდა ყველაფერზე და უცებ გამომიცხადა, რომ გვერდზე დავმჯდარიყავი, კიდევ ერთი საკითხი მომემზადებინა და მერე ერთ ნიშანს მომიმატებს.

ვერ გავიგე ეს ჟესტი საერთოდ რას ემსახურებოდა, ავუხსენი რომ არ მინდა გვერდზე დაჯდომა, მომცეს საკითხი და ვუპასუხებ. მითხრა რომ ურჩევნია უკეთესად მოვემზადო – ვატყობ, რომ ჩემი ლექტორი ქალი დგას და მამცირებს, სიამოვნებს ამის კეთება.

გადავჯექი. თავს ვიკავებ რომ ყურებიდან ორთქლი არ გამომივიდეს. პირველ კორპუსში, მეორე სართულზე გვიტარდება გამოცდა, აუდიტორია სავსეა სტუდენტებით.

50-მდე დავთვალე და ხელი ავწიე – მე ახლა რა ნიშანზე გიპასუხეთ, ერთი ნიშნის მოწყალების გაღებას რომ აპირებთ მეთქი.

პასუხად მივიღე დიდი ლექცია იმაზე, რომ ბავშვების გაჩენა ვისაც გვინდა, სხვის დასანახად დიპლომების აღებას უნდა შევეშვათ. არ არის აუცილებელი ყველას უმაღლესი ჰქონდეს დამთავრებული.

მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი პირველი გამარჯვება ისაა, რომ ქალბატონ ნათელა დონაძეს, მისი სტუდენტების თანდასწრებით ვუთხარი ყველაფერი რასაც მასზე და მისნაირ ქალთმოძულეებზე ვფიქრობდი.

შემდეგ კი მივაწოდე ჩათვლის წიგნაკი და ვუთხარი, რომ მისი მოწყალება, ვინც არ სძულს, მათთვის შეენახა, ის დაეწერა, რაც მეკუთვნოდა.

არც ჩამიხედავს რა დაწერა, ისე გამოვიჯახუნე კარგი და გამოვედი.

ის ვიცი, რომ ძალიან აღელვებული დავტოვე და მერე ყველას კარგი ნიშანი დაუწერა.

მე ოთხიანი.

ეს ერთადერთი ოთხიანი ანთია ჩემს ფრიადებში და ყველაზე ძალიან მიყვარს 

ასე რომ, ამდენი ხნის შემდეგ, გმადლობთ ქალბატონო ნათელა. უნივერსიტეტის იუბილეს გილოცავთ, ფასდაუდებელი გაკვეთილი ჩამიტარეთ “

alia ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 12
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!