სკანდალი: ამიტომ წამოვედი სემინარიიდან…ამაზრზენი, გულისამრევი და მძიმეა იქაური ყოფა – geonewest.com ახალი ამბები ფილემბი გართობა ჯანმრთელობა თავის მოვლა კრეატივი სასრაგრელო რჩევები ვიდეოები სურათები
Загрузка...

სკანდალი: ამიტომ წამოვედი სემინარიიდან…ამაზრზენი, გულისამრევი და მძიმეა იქაური ყოფა

loading...

ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რატომ ვლაპარაკობ დღემდე სემინარიაზე? ანუ აი რა ძალა მადგია ხომ? წამოვედი იქიდან, ვაბარებ სხვაგან და წესით, არანაირად აღარ უნდა მადარდებდეს იქაური სიტუაცია, მაგრამ იმდენად ამაზრზენი, გულისამრევი და მძიმეა იქაური ყოფა, რომ ვერ მიძლებს გული, სინდისი მაწუხებს, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი და ჩუმად ვიყო, პირში წყალი ჩავიგუბო, ის ვინც ეგუება უსამართლობას, თანაზიარია ამ უსამართლობის, ბოროტების აღზევებისათვის საჭიროა მხოლოდ, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი მოიმოქმედონ. სტუდენტების 99%-ს სძულს რექტორი, პირად საუბრებში ლანძღავენ მას, მაგრამ ხმას ვერ იმაღლებენ, რადგან ეშინიათ გარიცხვისა და სასულიერო კარიერის მოსპობის, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაშინებით თესს კონფორმიზმს, აღსარებად მინდა ჩაგაბაროთ, რომ ეს შიში ჩემშიც იყო, ეს შიში მამცირებდა და მანადგურებდა მე, ანადგურებდა ჩემს თავმოყვარეობას, ჩემი სინდისის ხმა კი ყოველ დღე სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდა, მერე კი ღრიალებდა, რომ მე არ უნდა მომეთმინა ეს, სწორედ ამიტომ წამოვედი იქიდან, ახლა კი, თავს მოხარკედ მივიჩნევ ჩემი ძმების წინაშე, რომლებიც იქ დარჩნენ და ითმენენ ფსიქიკურად შეშლილი, ტირანი პროტოპრესვიტერის დამცირებებს, ვუყურებ მღვდლებს, რომლებიც ათასობით ადამიანის წინაშე გამოდიან და უნამუსოდ იტყუებიან, გული მერევა, დიდი ხანია აღარაა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ქრისტეს ადგილი, ის იქიდან დიდი ხნის წინ გამოაგდეს, ისინი ცდილობენ, რომ სტუდენტებს უფლის მიერ ნაჩუქარი ყველაზე დიდი საბოძვარი – თავისუფლება წაართვან და ისინი მონებად აქციონ, მაგრამ ადრე თუ გვიან, უეჭველად დაეცემიან, რადგან ასეთია ყოველი ტირანის ხვედრი, ჩემთვის უსაყვარლესმა მოძღვარმა, თეიმურაზ თათარაშვილმა დამიწერა ერთხელ ნაჩუქარ წიგნზე: “ნათანიელს, იმ თავისუფლების სულით, რომელიც ღვთის საჩუქარია და ადამიანები ვერ წაგვართმევენ” მას შემდეგ მცნებად მაქვს ეს სიტყვები.“

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 20
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!